მაყურებელში დატოვებული ინტრიგა, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა

„ყოფილა დღეები, როცა დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და დედასთან ერთად სავაჭროდ მივდიოდი. ამიტომ იმ პერიოდში რომ ვთქვა, პოპულარობაზე ვფიქრობდი… ალბათ უფრო ოცნებად მქონდა.“ – ტელეწამყვან ირაკლი ყურაშვილის ოცნება რეალობად მისმა საავტორო გადაცემამ აქცია. ზოგჯერ სკანდალური, ექსკლუზიური და, ძირითადად, ბედნიერ ისტორიებზე აგებული გადაცემა „FaceTime“ მაყურებელმა პირველად სოციალური ქსელის მეშვეობით იხილა. ვინ არ იქნებიან ირაკლი ყურაშვილის რესპონდენტები და რატომ სურს, რომ მაყურებელს მხოლოდ დადებითი ინფორმაცია მიაწოდოს, წამყვანი „პერსონას“ მკითხველს მოუყვება.13293138_1305700219458583_1947239567_n

– ტელე-რადიო ჟურნალისტიკა დავამთავრე. ჟურნალისტიკის გარდა, სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. სკოლაშიც, კონცერტი იქნებოდა თუ რაიმე ღონისძიება, ყოველთვის ვცდილოდი, წამყვანი ვყოფილიყავი. მთელი ბავშვობის პერიოდში ვამბობდი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გამოვიდეს ჩემგან, ესაა – ჟურნალისტი…
– ჟურნალისტობა რატომ გინდოდა ასე ძალიან, ვინ ან რამ მოახდინა გავლენა?
– ასეთი გავლენა ნამდვილად იყო. ბავშვობიდან ვუყურებდი ინგა გრიგოლიას. არასოდეს დამავიწყდება, უცებ რომ გაქრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან და შემდეგ ტელეკომპანია „მზეში“ გამოჩნდა. იმ პერიოდში უკვე იმ ასაკში ვიყავი,  ზუსტად ვიცოდი, ინგა გრიგოლია იყო ის ადამიანი, რომლის 10 პროცენტიც ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი.
– რომელი სფერო უფრო მოგწონდა?
– თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა სფეროს სცდი. „მაესტროზე“ სტაჟირებაზე ვიყავი და ნიუსებზე სიარული დავიწყე, მაგრამ იმდენად არ მომეწონა, წამოვედი. მივხვდი, ბედნიერი გადაცემები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომ ცუდი ამბავი მივაწოდო მაყურებელს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, 13285681_1305700252791913_1350220154_nრომ ადამიანები, ვინც ამაზე მუსაობენ, ცუდები არიან, უბრალოდ მე მირჩევნია, როცა ბედნიერ ამბავს ვუყვები მაყურებელს.
– ბავშვობიდან წამყვანობაზე ფიქრობდი?
– იმდენად მძიმე ბავშვობა მქონდა… აფხაზეთიდან დევნილი ვარ, იმ დროს, როდესაც გამოგვყარეს და სენაკში ვცხოვრობდით, ჯოჯოხეთური წლები იყო. გახსენებაც არ მინდა, ძალიან არ მიყვარს… პურის ფული არ გვქონდა და რიგებში ვიდექით, წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა ჩვენს თავს. დედასთან და მამასთან ერთად ვიყავი ხოლმე ბაზარში და როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. ყოფილა დღეები, როცა დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და, დედასთან ერთად სავაჭროდ მივდიოდი. ამიტომ იმ პერიოდში, რომ ვთქვა, პოპულარობაზე ვფიქრობდი… ალბათ უფრო ოცნებად მქონდა. ჩვენი ერთადერთი ორიენტირი იყო, საკუთარი თავი გადაგვერჩინა. ეს საკმაოდ დიდხანს, 7 წელი გაგრძელდა. 7 წლის მერე განვვითარდით და მქონდა ჩემი პირველი ხელფასი რადიო „საქართველოს ხმაში“, 40-50 ლარამდე.
13275712_1305700282791910_101323172_n
– როგორ დაიწყე პრაქტიკული ჟურნალისტიკა…
– რადიოში კასთინგი გამოცხადდა და მივედი. არანაირი მოლოდინი არ მქონია. მითხრეს, ხმა მოგვწონს, ამბიციური ხარ და ამიტომ აგიყვანთო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მიკროფონთან, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. სულ ვამბობ, მამუკა კუჭავა არის ოქროს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჯურნალისტს მისცეს იმის საშუალება, გამოსცადოს საკუთარი თავი.
– გადაცემა, რომელსაც ერთი წელია უძღვები…
– იმ დროს, როცა გადაცემის იდეა დამებადა, ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ პროდიუსერი ვახო ხუზმიაშვილი იყო. ვახოს დავურეკე და ვუთხარი, რომ გადაცემის მონახაზი მქონდა. მინდოდა სოციალურ ქსელში ასეთი სახის პირველი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ფეისბუქის მომხმარებლის 30 წუთს წაიღებდა. შემდეგ ჩვენს მეგობარს – თამარ ურუშაძეს ვუთხარით, მასაც მოეწონა და ასე გავიდა პირველი გადაცემა „FaceTime“ სოციალურ ქსელში. ექვსი თვის განმავლობაში 15 ათასი მომხმარებელი ჰყავდა. ახლა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავდივართ.

– რა გათვლა გქონდათ, როგორ უნდა გამხდარიყო გადაცემა პოპულარული?13250529_1305700332791905_1984808486_n
– ჩვენ ერთი მთავარი მიზანი გვქონდა, არ უნდა ყოფილიყო შენიღბული ისტორიები. გვინდოდა ამბები, რომლებიც რეალურად ხდება ჩვენი რესპონდენტების თავს. თამამად და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ  გადაცემაში გვყავდა ისეთი სტუმრები, რომლებიც აბსოლუტურად გულწრფელები იყვნენ. ყველაზე მეტად სასიამოვნოა ის, რომ როდესაც ინტერნეტსააგენტოები ნიუსს ამზადებენ, ზუსტად ის ამბები და მესიჯები გამოაქვთ, რომლებიც, ჩვენს გარდა, არსად უთქვამთ ჩვენს სტუმრებს. ამიტომ არასოდეს დამავიწყდება მაია ფანჯიკიძის, გურანდა გაბუნიას, მანანა მენაბდის ინტერვიუ. მანანა მენაბდეს შემთხვევაში ყველაზე მეტად გავვოცდით, როცა საქართველოს მოქალაქეობას ნატრულობდა და დღემდე არ არის საქართველოს მოქალაქე. პოპულარობის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ რესპონდენტზე ინფორმაციას ძირფესვიანად ვსწავლობთ და ისეთ კითხვებს ვამზადებთ, რომელზეც მოლოდინი არ აქვთ… აქედან გამომდინარე, შემდეგ იყვნენ ძალიან გულწრფელები.
– თუმცა, გადაცემის სტუმრებად პოპულარული რესპონდენტები გყავთ. ალბათ ესეც მოქმედებს რეიტინგზე.
– კი, ასეა. თავიდანვე, რო13293338_1305700356125236_64028958_nცა გადაცემას ვქმნიდით, გარკვეულ სტუმრებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება გვქონდა.  ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოებაში ცნობილია, მაგრამ „FaceTime“-ში ვერ მოხვდებიან. რადგან ისტორიები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გვინდა მაქსიმალურად იმ ადამიანებზე იყოს, რომლებიც საზოგადოებას არ აღიზიანებს. ასევე ხშირად გვაქვს ექსკლუზივებიც. მაგალითად, ვერავინ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გურანდა გაბუნია შეიძლება ყოფილიყო მთლიანად ექსკლუზივი და ბათუმში საცურაო კოსტიუმში გადაეღო ვინმეს, ეს ამბავი პრაქტიკულად არავის გამოსვლია. ვფიქრობ, გუნდს აქვს საინტერესო ექსკლუზიური იდეები.
– არის სკანდალური გადაცემებიც…
– ეს გადაცემის განუყოფელი ნაწილია. როდესაც ერთი და იგივე გადაცემას აკეთებ და სხვადასხვა სტუმარი გყავს, არის შემთხვევები, როცა გინდა სკანდალი მოარგო და სხვა ამბავიც მოუყვე მაყურებელს. ამით შეგიძლია მაყურებლის რეაქცია გაიგო. თუნდაც ეს ბოლო გადაცემა, სადაც ყველამ კარგად იცოდა, რომ ქორწილი არ იყო. ამ ფორმით, კესომ და თამუნა ვაშალომიძემ 17 მაისთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს. საკმაოდ დაბალანსებული გადაცემა იყო, ბოლო ნაწილში ჩოხოსანი გვყავდა, რომელმაც თავისი პოზიცია დააფიქსირა. თუმცა, მართალია თავიდან მაყურებელში ინტრიგა დავტოვეთ და ამ ინტრიგამ მთელი საქართველო მოიარა. ერთ ვიდეოს 200 ათასი ნახვა ჰქონდა…13293055_1305700369458568_1250131963_n
– ყველაზე რთულად გასახსნელი რესპოდენტი ვინ იყო?
– თავიდან ყველაზე რთულად გასახსნელი რესპონდენტი გია ჯაჯანიძე მეგონა. საბოლოოდ ისე კარგად მომზადებული დავხვდი, როგორც სჩვევია ხოლმე, გია მაქსიმალურად გაიხსნა. ყველაზე რთული საეთეროდ გია სურამელაშვილი ჩანდა, თუმცა ძალიან რეიტინგული იყო და მისი ფრაზები დღემდე მოძრაობს ქალაქში, რომელიც ჩვენს გადაცემაში გააჟღერა.
– დასაწყისი რთული იყო? კონკურენცია უნდა გაგეწია სხვა გადაცემებისთვის…
– ძალიან რთული იყო და ბევრი ვინერვიულე. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გადაცემა გამოვიდოდა. რომ არა თამარ ურუშაძე, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისთვის და იმ ყველაფრისთვის, რითიც ეს გადაცემა საბოლოო ჯამში შევქმენი. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ მაინც მთავარი ნიშ
ა გვიკავია სოციალურ ქსელში და მაქსიმალურად ვცდილობთ, პატარა გადაცემები გვქონდეს, რომ არამოსაბეზრებელი იყოს. „FaceTime“ პირველი გადაცემა იყო, რომელიც ფეისბუქში გავიდა. ახლა არის ახალი პროექტი, რომელიც უკვე 13287871_1305700416125230_319012344_oდაიწყო და წარმატებებს ვუსურვებ. ეს ჩვენთვის გამოწვევაა და ამ დროს ცდილობ, ორმაგად უკეთესი გამოგივიდეს, რადგან უკვე კონკურენცია გაჩნდა.
– რასაც ფიქრობდი, ჟურნალისტიკაში დღეს იმას აკეთებ?
– ეს არის ზუსტად ის, რასაც მე ვფიქრობდი და რაც ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობდი, რომ დილის გადაცემა ძალიან მომწონს და სიამოვნებით წავიყვანდი. თუმცა დილის გადაცემის პარალელურად საქმე, რომელიც უნდა ვაკეთო, ეს არის „FaceTime“. იმიტომ რომ ზუსტად ამ გადაცემაში ვიპოვე საკუთარი თავი და ეს გადაცემა აბსოლუტურად ბედნიერს მხდის.
– რომელი გადაცემაა, რომელსაც არ გაუძღვებოდი…
– არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. შეიძლება ნებისმიერი ტიპის გადაცემას გავუძღვე, რა თქმა უნდა, თუ შევძლებ. ამ ეტაპზე მაინც ვფიქრობ, რომ რასაც ვერასოდეს ვერ და არ წავიყვან, ეს არის პოლიტიკური გადაცემა. თუმცა, ეს არ არის მაინც ზუსტი პასუხი, შეიძლება გავიდეს წლები და პოლიტიკურ გადაცემაზე მუშაობა გადავწყვიტო. მაგრამ   პოლიტიკური გადაცემების ისეთი კარგი ჟურნალისტები, წამყვანებ13275628_1305700496125222_1708086446_nი გვყავს, რომ მანდ ნამდვილად არ არის ჩემი ადგილი.
– სამომავლოდ რას გეგმავს ირაკლი ყურაშვილი?

– სამომავლო გეგმა, რა თქმა უნდა, ჩემს გადაცემას უკავშირება. მისი გაფართოება და კიდევ უფრო მაგარი გადაცემების დადება, რომლებიც მალე ჩაიწერება. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად კომფორტულად თავს „FaceTime“-ში ვგრძნობ და მიხარია, რომ ამ გადაცემას ძალიან მაგარი გუნდი აკეთებს. შედეგიც უკვე სახეზეა, ერთი წელია, რაც ეთერში გავდივართ, უკვე 30 ათასამდე „ფოლოვერი“ გვყავს და ჩვენ გადაცემების ნახვის რიცხვი 50 ათასზე მეტია ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს აინტერესებს და ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები