„ქართველ მამაკაცს მანამდე არ უნდა მივცეთ ქორწინების უფლება, სანამ ერთ მწვერვალს მაინც არ დაიპყრობს“…

დაუნდობელი მოწინააღმდეგე, რომელთან ჭიდილსაც ჩვენმა რესპონდენტმა წლები შეალია. დღეს შოთა მირიანაშვილს ბუნებასთან გამარჯვებებზე და მარცხზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. რატომ გადაწყვიტა პროფესიით ფიზიკოსმა ჰობი ცხოვრების მეგზურად ექცია და რაზე შეუძლია პასუხი გასცეს ადამიანმა, რომელიც მწვერვალს დაიპყრობს…

– პროფესიით ფიზიკოსი ვარ და მოყვარული სპორტსმენი ალპინიზმში. მიუხედავად ამისა, ალპინიზმში მაღალი რეგალიები მოვიპოვე, სულ რამდენიმე კაცს აქვს საქართველოში13120614_1730809553856020_725758320_o ისეთი სპორტული მიღწევები, როგორიც მე მაქვს, მაგრამ თავს პროფესიონალ ალპინისტად მაინც არ ვთვლი. ამჟამად მიკავია საზოგადოებრივი თამნამდებობა, ვარ საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი. ამავე დროს ვარ ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი უნივერსიტეტში.
– რატომ დაინტერესდით ფიზიკით?13128766_1730809567189352_321788329_o
– ძნელი სათქმელია, რატომ დავინტერესდი… გასული საუკუნის 50-იანი წლებში ამ მიმართულებით ბუმი იყო. არა მარტო ბირთვული ფიზიკა ვითარდებოდა, არამედ კომპიუტერულ ნახევარგამტართა ფიზიკა და მერე მიკროელექტრონიკა. თავდაპირველად უნივერსიტეტში ახლად გახსნილი იყო ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში უნდა ჰქონოდა მაღალი ენერგიების – ფიზიკის, ბირთვული ფიზიკის მიმართულება. სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტი გადაკეთდა, ზოგადად, ფიზიკის ფაკულტეტად, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალი დარგი და მათ შორის ახლად ფეხს იდგამდა ნახევარგამტართა ფიზიკა. ასე ავირჩიე ეს მიმართულება და, მე მგონი, არ შევმცდარვარ…
– თავიდან ალპინიზმი ჰობი იყო?13141016_1730809540522688_684770036_n
– 1950-იან წლებში მნიშვნელოვანი ასვლები შესრულდა კავკასიონზე. მთელი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და მეც თვალს ვადევნებდი. მომწონდა და აღფრთოვანებული ვიყავი მაშინდელი მთამსვლელების მიღწევებით. თუმცა ჩემი თავი იქ მოაზრებული არ მქონდა. მერე სულ შემთხვევით ვეზიარე ალპინიზმს. ჩემი ბიძაშვილი მოხვდა უნივერსიტეტის ტრადიციულ ალპინიზმზე და მთელი წელი ალპინიადაში განცდილს და ნანახს მიზიარებდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, იგივე მეც განმეცადა და რომ წავედი, მას შემდეგ აღარ მოვეშვი. ჩემთვის ეს იყო სწორედ ის ბიძგი, რომელიც ხშირად განაპირობებს ადამიანთა ბედსაც, საქმიანობის მიმართულებას და ხშირ შერმთხვევაში მთელი მისი ცხოვრების არსს.13148117_1730809543856021_1003368942_o
ჩემთვის პირველი ალპინიადა იყო ყელის ტბის სათავეში, ორი არაჩვეულებრივი მწვერვალი დგას. დიდი და პატარა მეფის კალო. გადმოცემით, თითქოს, ჩვენმა ერთ-ერთმა მტერმა ბავშვებით იქ კალო გალეწა, არ ვიცი, სიმართლეს რამდენად შეესაბამება, მაგრამ სწორედ ამის გამო ჰქვია ეს სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი შედეგები მქონდა კრივში და კალათბურთს კარგად ვთამაშობდი, დავანებე ყველაფერს თავი და გადავერთე ალპინიზმში.
– ყველაზე მეტად საინტერესო სპორტის ეს სახეობა რატომ გახდა?13169917_1730809557189353_1053254821_o
– ვინაიდან ალპინიზმში მოწინააღმდეგე არის ბუნება… ჩვენ არ გვიხდება პაექრობა კონკრეტულ ადამიანთან ან ჯგუფებთან. ისეთი მრავალფეროვანია ეს ბუნება თავისი არსით, ყველაფერით… ხშირ შემთხვევაში, დაუნდობელი მისივე კანონებით, რომ ბევრჯერ ყოფილან ადამიანები ზღვარზე, უთქვამთ, დავბრუნდები და მეტს აღარ წავალ, ოღონდ ახლა ჩამიყვანეთო. მაგრამ ჩამოხვალ დაბლა და ეს ყველაფერი დავიწყებას ეცემა, შემდეგ ჯერს ისე მოუთმენლად ელოდები, თითქოს ეს იყოს ყველაზე დიდი საწადელი შენთვის…
– და რამდენი წელია ასე მოუთმენლად ელოდებით მორიგ ასვლას?13140907_1730809547189354_1471147817_n
– 1952 წლიდან პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. 1953 წლიდან კი აქტიურად ვარ ჩართული. 1956-ში საბჭოთა კავშირის ალპინისტთა კლუბი „Бури вестник“-ი არსებობდა, რომელსაც სათავეში ცნობილი ალპინისტი ედგა. სწორედ ამ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ იმავე წელს მივიღე შემოთავაზება, საქართველოს ნაკრებში შევსულიყავი. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ავირჩიე და 1957 წლიდან ამ ნაკრებში ვარ. 1961 წლიდან ფაქტობრივად მე ვიყავი ამ ნაკრების გუნდის კაპიტანიც, ხელმძღვანელიც და მომავალში მწვრთნელიც…
– ბუნება – დაუნდობელი მოწინააღმდეგე…13120610_1730809563856019_107907513_o
–  არაერთი სახიფათო მომენტი მქონდა. იყო შემთხვევები, სადაც გადარჩენა ნულის ტოლი იყო. თუმცა ყველგან გადავრჩი ისე, რომ არაფერი გამეკაწრა. მიუხედავად იმისა, რომ დამტვრევა კი არა, სიცოცხლის შენარჩუნების შანსიც არ მქონდა. ერთხელ, ყინულის კედელზე თავში ვიდექით, ჩავახრახნეთ სპეციალური პალო, დავკიდეთ თოკი და დავიწყეთ დაშვება. მოხდა ისე, რომ მოვწყდით, 50 მეტრი ჰაერში ვიფრინეთ და გადავრჩით. მინდა გავიხსენო კიდევ ერთი შემთხვევა, უშბის გვერდით არის მაზერის უზარმაზარი მასივი, სადაც ცენტრალური და დასავლეთის ორი მწვერვალია. გასავლელად ძალიან რთული ქედია. უნივერსიტეტის ტურით წავედით.
ცენტრალურ მწვერვალზე რომ ავედით, ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩათვალა, ამოცანა შესრულებული იყო და გვირჩია, ახლა დავეშვათო. მთაში გამჭვირვალე ჰაერია და მანძილის შეფასება ძალიან რთულია. მით უმეტეს, მაშინ, ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად აღქმული ეს ყველაფერი. ვიფიქრე, რომ ხელის გაწვდენის სიშორეზე კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მწვერვალი იყო და ვთხოვე, იმ მწვერვალზეც გადავიდოდი. გუნდის ერთ-ერთი მონაწილე გამომყვა და წავედით. საათნახევარი დაგვჭირდა, რომ მწვერვალამდე მივსულიყავით და იმდენივე დრო რომ უკან დავბრუნებულიყავით. დაშვების ერთ-ერთი მეთოდია გლისერი, როგორც თხილამურებზე, ისე მოსრიალებ. თუმცა უნდა იცოდე, რომ შეიძლება ეს სრიალი ცუდად დამთავრდეს. ამიტომ ერთი დგას დაცვაში და მეორე სრიალებს, შემდეგ იცვლებიან. აქაც მოვწყდით ორივე, 3900 მეტრის სიმაღლიდან თავდაღმართში  კისრისტეხით წამოვედით, როგორ გამოვიარეთ, ცხადია, არ მახსოვს. გონს რომ მოვედი, თოვლში ვიყავი შეჭედილი. ჰაერის უკმარისობის გამო ვიხრჩობოდი. გამოვძვერი და ჩემი მეგობარი გამახსენდა. დავიწყე თოკის მოზიდვა, ისიც იქვე უფრო ღრმად იყო თოვლში. რომ გამოვათრიე, გონება დაკარგული ჰქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. დაახლოებით 2 კილომეტრის სიმაღლეზე ვიფრინეთ. მინდა აღვნიშნო, რომ სადაც მე ვიყავი და რაიმე შეგვემთხვა, ყველა უხიფათოდ გადარჩა. გამოდის, რომ ღმერთი მფარველობს ჩემთან ერთად დანარჩენებს. რადგან ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აღარ დაბრუნდა მთიდან და ერთი და ორი კი არ არის, ათობით არიან…13120509_1730809560522686_1485188418_o
– რა უნდა იცოდე…
– ნამდვილად სახიფათო სპორტია. ბუნებასთან ჭიდილისას მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყო და არ უნდა გათამამდე. უნდა იცოდე, რომ როცა მოწმენდილია ცის თაღი და არაფერი ჩანს, უცბად შეიძლება ისეთი ავდარი დაგატყდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მაგალითად, როცა ადამიანი გყავს მოპაექრე და თუ ვიღაცას სჯაბნი ფიზიკურად ან ტექნიკურად, ბოლომდე არ სწირავ. ბუნება კი ასეთი არ არის, რომ შეგიწყალოს და ლმობიერად მოგექცეს. თუ შეცდომას დაუშვებ, ის ამას არ გაპატიებს. როცა მთაში მიდიხარ, კარგად უნდა იცნობდე არა მარტო რაიონს, არამედ ამ რაიონის კლიმატურ პირობებს და კიდევ ბევრი რამის ცოდნა არის საჭირო ერთდროულად. სამწუხაროდ, დღეს ქართველებმა წესებზე უარი თქვეს…
– რას ნიშნავს წესებზე უარის თქმა?
– წესები რა არის, ხომ არ შეიძლება მოუმზადებელი მთასვლელი ან დაწყებითი სპორტსმენი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს? ეს გამორიცხულია. აქ კი, როცა წესები არ არის, მაშინ ნებისმიერს შეუძლია, სადაც უნდა, იქ წავიდეს. ვფიქრობ, ეს გამართლებული არ არის. მწვერვალები  სირთულის მიხედვით 11 კატეგორიად იყოფა, დაწყებული პირველიდნ დამთავრებული მეექვსე კატეგორიამდე. თითო კატეგორიაში ორი ქვეკატეგორიაა. ვინმემ რომ მოისურვოს და პირდაპირ მეექსვე კატეგორიაზე წავიდეს, ეს ხომ დაუშვებელია. იმისათვის, რომ რთულ მწვერვალზე წახვიდე, მაშინ რაღაც პატარა მწვერვალებზე ასვლის გამოცდილება უნდა გქონდეს.
– რას ნიშნავს ახვიდე მწვერვალზე, რა შეგრძნებები მოაქვს?13120638_1730809570522685_777083323_o
– ჩვენთან მთას უკავია ჩვენი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. მაგალითად, ტენისი ძალიან მიყვარს, კარგი სპორტია და მქონია საუბარი ცნობილ სპორტსმენებთან. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში პორტის იქით არც კი გასულან. მთა უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდას, არა მარტო ავიდეს მწვერვალზე და საკუთარი ძალები მოსინჯოს, არამედ ბუნებასთან კონტაქტი სულ სხვა ასპექტში უნდა განვიხილოთ. ისეთ ემოციურ გრძნობებს აღძრავს, ასეთი სხვა სპორტს ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენი მთა მარტო მწვერვალები ხომ არ არის, ის ასევე ცნობილია მთის მოსახლეობით. ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი არაჩვეულებრივად შეინარჩუნეს  და თუ საკუთარი თვალით არ გინახავს, იმ შორეულ წარსულში რა ციხესიმაგრეებია ნაშენი და რის ფასად დაუჯდათ ქართველებს ამ ტერიტორიების შენარჩუნება, ძნელი წარმოსადგენია, ვინმე ჭეშმარიტი პატრიოტი იყოს ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ შემოქმედების თვალსაზრისითაც ალპინიზმზე უკეთესი სპორტი არ არსებობს.13161343_1730809587189350_435265062_o
– და ბოლოს, რას ეტყვით მკითხველს…
– 1966 წელს საქართველოს ნაკრებით მიწვეული ვიყავი იაპონიაში. იქ მომცეს საშუალება, ავსულიყავი „Fujiyama“-ზე, ეს არის იაპონიის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი. 3 600 მეტრის სიმაღლე აქვს. 633 წელს ერთ-ერთი ღვთისმსახური „Fujiyama“-ზე ავიდა. მას შემდეგ მწვერვალი 7 სარტყელად იყოფა და თითოეული გარკვეულ განსაწმენდელს ნიშნავს. საბოლოო განწმენდა კი მწვერვალია, რომელიც იაპონური სულიერების სიმბოლოდ აქვთ ქცეული. ამის გამოა, რომ სხვადასხვა მხრიდან  ათასობით ადამიანი არის შესეული და ცდილობენ მასზე ასვლას. მაშინ იქ გვითხრეს, თქვენ სრულად გაწმენდილები ხართ, რადგან მწვერვალზე ამოხვედითო. საქართველოში დავბრუნდი, სატელევიზიო გამოსვლა მქონდა და მოვუწოდე ქართველ ახალგაზრდობას, ქართველებს, რომ, მოდით, მყინვარწვერი ვაქციოთ ჩვენი სულიერების სიმბოლოდ და ცოდვებისგან განწმენდას შევეცადოთ მყინვარზე ასვლით. მაშინ თითქოს მიმზიდველად მიიღეს ეს ამბავი, მაგრამ მერე მინელდა. ვფიქრობ, ქართველ მამაკაცს მანამდე არ უნდა მივცეთ ქორწინების უფლება, სანამ ერთ მწვერვალს მაინც არ დაიპყრობს…
– რატომ?
– თავი უნდა გამოსცადოს სირთულის გადალახვაში. მაგალითად, 60-იანი წლების ინგლისში, ლონდონის მუნიციპალიტეტში დაწესებული იყო ასეთი ფორმა, სანამ 14 ხეს არ დარგავდა მამაკაცი იმ რაიონში, იქამდე ჯვრისწერის ნებართვას არ აძლევდნენ. ოჯახის შექმნა და გაძღოლა არ არის მარტივი, ამიტომ მამაკაცმა უნდა სცადოს სიძნელეების გადალახვა. პირველ ცდაზე ვერ შეძლებს, მეორედ, მესამედ, მეოთხედ ცდის და როცა გამოუვა, მაშინ მიიღებს ქორწინების ნებართვას…

ნინო ჯაჯანიძე

13147891_1730809677189341_1097491940_o

13162308_1730809593856016_1419581503_n

13152718_1730809590522683_1777269061_n

13140895_1730809597189349_1181938702_n

13180990_1730809703856005_557150425_n

13161620_1730809607189348_1542525892_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები