ნულიდან დაწყებული კარიერა და წარმატება, რომელსაც გიგა კვენეტაძემ საქართველოს გარეთ მიაღწია…

მუსიკოსი გიგა კვენეტაძე წლებია, რუსეთში მოღვაწეობს. რატომ წავიდა გიგა საქართველოდან, აპირებს თუ არა სოლო კარიერის გაგრძელებას და ვისთვის ქმნის დღეს მუსიკოსი მელოდიას, „პერსონას“ მკითხველს მოუყვება…13077132_1283687578326514_741951740_n

– პირველად მუსიკასთან შეხება როდის გააცნობიერე… რომ ეს იყო შენი საქმე…
– ალბათ, ეს, პირველ რიგში, ჩემმა მშობლებმა გააცნობიერეს, როდესაც სახლში 2 წლის ასაკში მატყუარა გამოვიტაცე პირიდან და ტელევიზორში მომღერალ ერთ-ერთ პოპულარულ არტისტს ავყევი… და შემდეგ უკვე, 6 წლის ასაკში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიორგი ცაბაძის “საქართველო“ შევასრულე…
– მუსიკალური განათლება და ინსტრუმენტები, რომელსაც ფლობ…
– დავამთავრე ქალაქ ქუთაისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით.
– რომელი ინსტრუმენტია ჟღერადობით შენთვის, შენი შინაგანი სამყაროს გადმოსაცემად ყველაზე მისაღები და რატომ?
– ალბათ უფრო ფორტეპიანო, რომელზეც თითქმის ყველა ჩემი საავტორო მუსიკა იქმნება. ინსტრუმენტი, რომელშიც ერთიანდება ყველა ბგერა და ემოცია, მისი საშუალებით მე შემიძლია გადმოვცე ჩემი შინაგანი მუსიკალური სამყარო.
– წერ მუსიკას, როდის მოდის იდეა და როგორია, როცა გიკვეთავენ?13084080_1283687564993182_1496925210_n
– მუსიკის დასაწერად საჭიროა მუზა, რომელიც, როდის მოგაკითხავს, არ იცი, შეიძლება ეს იყოს ღამის სამი საათი, მე ვიღებ ხელში ტელეფონს, ვრთავ დიქტოფინს და ვიწერ. შემდეგ უკვე ვასრულებ სტუდიაში მუშაობით, რაც შეეხება დაკვეთილ მუსიკას, რა თქმა უნდა,მ ას აქვს ჩარჩოები, თუმცა მე ეს ხელს არ მიშლის…
– როგორ ფიქრობ, რატომ იყო საქართველოში ერთი პერიოდი მუსიკალური ვიდეოპროდუქციის ბუმი და ახლა აღარ არის…
– სამწუხაროა ამაზე საუბარი, მაგრამ ვიდეოპროდუქცია რომ შექმნა, საჭიროა ჯერ აუდიოპროდუქცია შეიქმნას, რაც საქართველიში არ ხდება, რატომ? იმიტომ რომ საქართველო ერთი დიდი დარი-დურია დღეს მუსიკალური თვალსაზრისით, თუმცა ჩვენს გენში და ფესვებში სხვა მუსიკა ჟღერს.
– რამდენი წელია, რაც წახვედი და როგორ გადაწყვიტე. რა შემოთავაზება გქონდა?13090375_1283687571659848_1792695432_n
– მე წავედი საქართველოდან, იმიტომ რომ წინ ვერანაირ პერპექტივას ვხედავდი, რუსეთში ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე და მივაღწიე კიდეც, ჩემს სიმღერებს მღერიან ისეთი ცნობილი ჯგუფები თუ მომღერლები, როგორიც არიან: „ სტუდიო“, ნიკოლაი ბასკოვი, დიანა ღურცკაია,ნიკოლაი ტიმიფეევი, იულია ბერეტა, გელა გურალია და უმრავი სხვა.
– როგორი რიტმი აქვს გიგა კვენეტაძის ერთ დღეს?
– გიგა კვენეტაძის ერთი დღე იწყება სტუდიით და გრძელდება უამრავი საღამოთი, სადაც დუღს რუსული შოუბიზნესი, მე მყავს უამრავი მეგობარი თაყვანისნცემელი და, პირველ რიგში, ლამაზი ოჯახი, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ.
– თუ აპირებ, ისევ იმღერო, როგორც დამოუკიდებელმა მომღერალმა?13101123_1283687574993181_1709840360_n
– რაც შეეხება ჩემს სოლო კარიერას, ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის და მალე ჩენი სიმღერებითაც გაგახარებთ.
– უახლოესი მომავალი, რას გეგმავ…
– ჩემს მომავალ გეგმებში შედის გრანდიოზული საავტორო კონცერტი „კროკუს სიტი ჰოლში“, მოსკოვში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მომღერალი თუ ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, ცოცხალი ბენდის და ორკესტრის თანხლებით, რა თქმა უნდა.
და ბოლოს… მე მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და ასევე უდიდესი პატივისცემით ვეპყრობი ქვეყანას, სადაც მე ვცხოვრობ და მომეცა შანსი, ჩემი მუსიკა გამეცნო და მიმეწოდებინა ფართო მასებისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთი.
გიგას უყვარხართ.

ნინო ჯაჯანიძე
13084182_1283687581659847_483881170_n 12596018_1283687551659850_1044572934_n 13059343_1283687558326516_1600932955_n 13059418_1283687561659849_169132129_n 13059421_1283687568326515_2039450844_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები