მელოდია, რომელსაც იცნობ – „რეზო და ბავშვების“ გართობა დამთავრდა

მუსიკოსი რეზი ბლიაძე „პერსონას“ მკითხველს საკუთარ მუსიკაზე, ვიდეოპროდუქციის ექსპერიმენტზე და ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ სამომავლო გეგმებზე მოუყვება. როგორ გაჩნდა „მეგობარო“ და რატომ ხდება მელოდია მოსმენისთანავე ახლობელი…

– ბორჯომიდან ვარ და ზაფხულში,  თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, მე და ჩემი მეგობრები მივდივართ. 12980530_1272596269435645_818058458_nბორჯომში ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, დილით ადრე გამეღვიძა, ავიღე ფურცელი და პასტა და დავწერე: „მეგობარო“. შემდეგ ავედი მაღლა, მეორე სართულზე მაქვს პიანინო, სადაც ჩემს მეგობრებს ეძინათ.  მათი გაღვიძება არ მინდოდა, ამ დროს ყურებში მელოდია ჩამესმოდა… დავიწყე ჩუმად დაკვრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტექსტში მაქვს: „მეგობარო, გაიღვიძე“…  თბილისში რომ დავბრუნდი, ჩემს მეგობარს – პაატა მეიშვილს მოვასმენინე და მისგან წამოვიდა იდეა, რომ სიმღერაზე კლიპი გადაგვეღო. გადავწყვიტეთ, გადავიღოთ ისე, როგორც გაჩნდა ეს სიმღერა, წინა ღამით ვიმხიარულეთ, გავათენეთ და როგორც კი ინათა, ავედით სახურავზე და დაახლოებით დილის 10 საათისთვის გადაღებული გვქონდა…  „იმედია, გამოვიდა“, – ასე მთავრდება კლიპი და, მართლაც, იმედია, გამოვიდა, ახლა რომ ამაზე მიწევს საუბარი, ეს უკვე შედეგია…

– რამ განაპირობა წარმატება?12966507_1272596249435647_1671535475_n
– არ ვიცი, სხვა ადამიანები როგორ წერენ ან ესმით მუსიკა. ხშირად ვხვდები, რომ ზოგიერთი სიმღერა არის ფორმულირებული, მაგალითად, თუ ამ აკორდიდან დაიწყებ და გადახვალ კონკრეტულ მეორე აკორდზე, მელოდია ადვილად დასამახსოვრებელი ხდება. ჩვენც ამით გამორჩეულები არ ვართ, პირიქით, ბანალურებიც კი ვართ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მთავარი მაინც გულწრფელი ემოციაა. არავითარი გაპრანჭვა და არავითარი – ნახეთ, ჩვენ რა „ვეში“ დავდეთ. უბრალოდ ასე გვეღიღინება, გვემღერება, ასე ვლაპარაკობთ სიმღერაში. როგორც ვურთიერთობთ ადამიანები ერთმანეთთან, ზუსტად ისე  ვმღერით. გალაკტიონის ფრაზებით ხომ არ ველაპარაკებით ერთმანეთს? ეს ხომ პოეზიაა და ჩვენი პოეზია, ისევე როგორც ჯგუფი – არის სოციალური. ვმღერით იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ვმღერით, როგორც ვცხოვრობთ. სოციუმი კი ალბათ მუსიკაზეც და მელოდიაზეც აისახება. მელოდიას რომ უსმენ, თითქოს იცი, ისეთია, იმიტომ რომ სოციალურია მელოდიაც მარტივია. ჩვეულებრივია და ამიტომ მისაღები, დასამახსოვრებელია ყურისთვის.
– განწყობა, რომელიც „მეგობრებს“ აქვს…12969280_1272596246102314_1477041640_n
– მეგობრები მეუბნებიან, რომ გაგვიყიდეო.  ზუსტად ეს განწყობა მოაქვს, რომ მუსიკოსი გიმღერის ისეთი ადამიანურობით და უშუალობით, ისეთი პირდაპირობით, რომ გგონია, ასეთ ადამიანს იცნობ. დარწმუნებული ვარ, ყველა მართლა იცნობს. ასეთი მეგობრები არიან ჩვენ გარშემო. მსმენელს უჩნდება განცდა, თითქოს მის მეგობარზე მღერიან. ალბათ ეს არის ამ სიმღერის წარმატება. მისამღერიც ცოტა სენტიმენტალური გამოგვივიდა, თითქოს, შენი მეგობარი  გენატრება. პოზიტივია ჩადებული, რადგან ასეთები ვართ და სხვანაირს ვერც გავაკეთებდით.
– მოლოდინი…
– მოლოდინი საერთოდ არ მქონია, რომ ამ სიმღერაზე ლაპარაკი მომიწევდა. თავიდან ჯგუფის წევრების და სხვების ახირება უფრო იყო, მერე მეც დავინტერესდი. ჩემთვის ერთ-ერთი მორიგი გაფრენა იყო, ვფიქრობდი, მორიგი სიმღერა დავწერე. აღმოჩნდა, რომ იქ ვიდეომაც განწყობა შექმნა. კლიპში მაქსიმალურად ბუნებრივები ვიყავით. გრიმიც კი არ გვქონდა, იმიტომ რომ მერე ამას „მეგობარო“ აღარ უხდებოდა.
– გაგრძელება…12992151_1272596239435648_1886774069_n
– არტულად გაღადავებული და პიჯაკებში გამოწყობილი ადამიანების ვიდეოს ახლა ვიღებთ… რომელიც სახალისოა და ისეთი „შუტკაა“ ჩადებული, არ ვიცი, როგორ გაიგებს ამას მსმენელი და მაყურებელი.  „მეგობაროს“ შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ გავაკეთოთ „რეზო და ბავშვების“ ვიდეო-აუდიო ალბომი და ერთგვარი სერიალი. ალბათ ასეთი რამ მსოფლიოში ყოფილა, მაგრამ საქართველოში არ მახსენდება. სიმღერები და კლიპები ერთმანეთს უკავშირდება.  მეორე ვიდეოს შემთხვევაში, მეგობრები, რომლებიც სახურავზე ავიდნენ, ახლა მატარებელში გადაინაცვლებენ, სადაც ასეთი ვითარებაა,  ერთი მხრივ, ბიჭი მიდის და ნახულობს თამუნას და მაიკოს. მას ორივე მოსწონს. კაცები ხომ ასეთები არიან, ზოგადად, რომ თამუნები გვერდით ჰყავთ და მაიკოები მოსწონთ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ამ მგზავრობის დროს  ვაგონი გარდაიქმნება „ტუსოვკად“. მატარებლის ფანჯრებზე ფორმატებია გაკრული, შემოდის ახალი პერსონაჟი, რომელიც ფორმატებზე ბენდის წევრებს ხატავს. მესამე სიმღერაში არის ანიმაცია და  გადავდივართ ნახატ სამყაროში. ეს სიმღერაც დაწერილია და ჩაწერილია. თან ვფიქრობთ და თან ვმუშაობთ…
– ალბომს როდის აპირებთ…12992289_1272596266102312_1742348774_n
– სერიალში 9-10 ვიდეო იგულისხმება, ვიდეო ნიშნავს 10 სიმღერას და, შესაბამისად, ალბომიც მზად არის. გარდა ამისა, მუშაობის პროცესში გვემატებიან ადამიანები, იგივე მეგობრები. ჯგუფს შემოუერთდა პროდიუსერი, მხატვართა გუნდი, სტუდია „ველოსიპედი“.
– რა გაძლევს სტიმულს, რომ გააკეთო…
– „რეზო და ბავშვები“ 5 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ რადიკალურად სხვა აზროვნებით  ვიყავი. ჯგუფი ჩემთვის იყო პროტესტის გამოხატვის საშუალება. ვფიქრობდი, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის 20 ადამიანი, ვისაც ჩემი ტექსტი და მუსიკა მოსწონდა. შემდეგ ეს ყველაფერი დროში გადაფასდა და მივხვდით, თუ გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა იყოს ჩვენი საქმე და ბიზნესი, მაშინ ჩვენ უნდა გავიდეთ მასებზე. ეს აუცილებელია, რომ ასე იყოს… ბოლო პერიოდში სწორედ ამაზე დავიწყეთ ფიქრი, როგორ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი საინტერესო ძალიან ბევრი ადამიანისთვის. იკვეთება ნიშნები, რომ ამ პროექტს პოტენციალი აქვს და რატომაც არა. „რეზო და ბავშვებისთვის“ გართობა დამთავრდა…
– მუსიკა…12992869_1272596262768979_1888618868_n
– ოჯახში, სადაც გავიზარდე, თითქმის ყველა უკავშირდებოდა მუსიკას. მამაჩემი არის ხალხური საკრავების სპეციალისტი და იყო ანსამბლის ხელმძღვანელი. დედა უკრავს, მღერის, წერს და ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო. თუმცა ეს არ იყო ის, რაც მე მომწონდა. ამაში ვიზრდებოდი, მაგრამ ყოველთვის რაღაც ჩემებურად მინდოდა. მუსიკაზე რომ შემიყვანეს, რადგან არ მიყვარდა, მასწავლებელს ვეუბნებოდი, მასწავლე ის, რისი დაკვრაც მე მინდა-მეთქი. დიდხანს მატყუებდნენ, ჯერ ეს ისწავლე და მერე შენ რაც გინდა, იმას გასწავლითო. ასე გაიყვანეს ძალიან ბევრი დრო, და ბოლოს, თავად დავიწყე იმის წერა და სიმღერა, რაც მე მინდოდა.  ერთ მშვენიერ დღეს კი ის, რაც მე მომწონდა – გამოვიტანე. პროფესიით  ხელოვნებათმცოდნე ვარ, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე. განათლება მივიღე ხელოვნებათმცოდნეობაში, არჩევითად შევძელი მერაბ კოკოჩაშვილის ტელე-კინო რეჟისურის კურსები გამევლო. თუმცა სინამდვილეში პროფესიით  სცენარისტი ვარ. არადიპლომიანი, მაგრამ 17 წლიდან დავიწყე წერა, იუმორისტული გადაცემების სცენარისტად მუშაობა და დღემდე ამ სფეროში ვარ.12957253_1272596259435646_573362552_n
– ხელოვან ადამიანს საინტერესო ცხოვრება აქვს…
– ძალიან საინეტერსო ცხოვრება ნამდვილად მაქვს. თითქოს სტანდარტულ სამსახურში ვმუშაობ, სადაც დილით უნდა მიხვიდე, წერო, იმუშაო. მაგრამ შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირია და ამით არის საინტერესო, რადგან ერთი და იგივე რამის კეთება არ გიწევს. ყოველდღე მრავალფეროვანი დღე მაქვს, ძალიან ბევრს ვმუშაობ და მომწონს…
– ოჯახი…
– გარკვეულწილად, ცუდი ბიჭი ვარ. ოჯახთან დიდ დროს ვერ ვატარებ.  მყავს ძალიან კარგი მეუღლე ნინია ჯაოშვილი და ძალიან მაგარი შვილი თომა ბლიაძე, რომელიც 20 ივნისს 5 წლის გახდება. დღეს სახლში ვარ, მრავალი წელია, ასე არ ყოფილა და  აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდები გაზრდილან.
– დღეს იმას აკეთებ, რაც გინდოდა?
– მე დღესაც არ ვიცი, რა მინდა, რომ გავაკეთო და რას გავაკეთებ ხვალ. უბრალოდ ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, დაახლოებით 4 წლის წინ, როცა თბილისში ყველაფერი მივატოვე – ჯგუფი, სამსახური და ბორჯომში წავედი. ორი წელი ვიყავი იქ და მერე მივხვდი, რომ აღარ მინდოდა და ისევ დავბრუნდი…  ალბათ იმიტომ, რომ სულ ძიებაში ვარ…

ნინო ჯაჯანიძე
12966733_1272596256102313_1544241128_n


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები