კახეთში 58 წლის ქალი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა

58 წლის ქალბატონი, რომელიც საკუთარ სახლში პურს აცხობდა, თონეში ჩავარდა და სხეულის დამწვრობა მიიღო.
შემთხვევა კახეთში, წნორში მოხდა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი დამწვრობის ცენტრში წნორის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
„პაციენტს, რომელიც თონეში ჩავარდა, ზედა კიდურები და თავის არე აქვს დამწვარი. მიღებული აქვს სხეულის მე-2-3 ხარისხის დამწვრობა.
თავდაპირველად იგი წნორის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძემ.
როგორც გუგა ქაშიბაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, 2016 წელს თონეში ჩავარდნის ეს რიგით მეოთხე შემთხვევაა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები