მაგდა პაპიძის დედამთილი: თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო

მაგდა პაპიძის დედამთილი ლილი მინდიკაური დარწმუნებულია, რომ დანაშაული მათმა რძალმა ჩაიდინა. ამასთან, ლილი მინდიკაურს არ სჯერა, რომ მაგდა პაპიძე დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა აწამეს. მინდიკაური ფიქრობს, რომ პაპიძე სპეკულირებს.
“ამ ხალხმა ძალიან დამღალა. ისიც კი იკადრეს, ომარმა დედას სცემაო. როგორ, დებმა სასწრაფო გამოიძახეს და ამ პატარა საერთო საცხოვრებელში ხმაური ვერავინ გაიგონა?.. ორი-სამი დღე მართლა ვერ დავიჯერე და ვნატრობდი, ოღონდ ეს სიმართლე არ იყოს -მეთქი. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ეს მაგდამ გააკეთა. რას იბრძვიან? რა, უნდათ, რომ გამოუშვან? თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო და რომ გამოუშვან, არ ეშინია, რომ მოკლას? მანქანას რაც შეეხება, ომარზეა გაფორმებული. ჩემმა შვილმა მითხრა, ბანკში მაქვს თანხა, ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდოო. ალბათ, ადვოკატების ფული შემოაკლდათ და მანქანის გაყიდვა უნდათ. ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული. აღარ მაინტერესებს მაგათი სისულელეები.
თუნდაც ხვალვე გამოუშვან მაგდა, ჩემთვის სულერთია. ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვინ გამიცოცხლებს? 29 წელია ამ უბანში ვცხოვრობ. მეც კარგად მიცნობენ და მაგათაც,ოთხი დღის განმავლობაში ყველას რომ გააცნეს თავი -24 საათი დედა-შვილს ცემა-ტყება ჰქონდათ.ნახეთ ერთი, ლანას რა დღეში ჰყავს ბავშვი – ცემით კლავს!. მაგდა რომ კარგი დედა იყო, ამას მეც ვამბობ და ისიც აღვნიშნე, რომ ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ბავშვმა მითხრა და ომარმაც დაადასტურა, რომ მაგდამ ბავშვს ფეხში მაკრატელი ჩაარტყა.სხვა მისთვის არაფერი შემიჩნევია. არ ვიცი, მათ რა დასკვნა აქვთ მაგდას ორსულობაზე,მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა აქვს პროკურატურას,სადაც წერია,რომ იგი იყო ორ-ნახევარი კვირის ორსული. არც ის მჯერა,რომ პოლიციამ აწამა. დიაბეტი აქვს და ამით სპეკულირებს. მით უმეტეს, ასეთს ვინ დაადებდა ხელს? ერთადერთი რამ მაინტერესებს: რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე, უღირდა ამად ეს ყველაფერი? ალბათ, აქვს მის სიცოცხლეს აზრი, ასე რომ იბრძვის. სხვა მის ადგილზე სიკვდილს ინატრებდა“,- აცხადებს ლილი მინდიკაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები