შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებული იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.
გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:
1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;
2. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;
3. ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;
4. ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;
სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:
1. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71 ფაქტი;
2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;
3. დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;
4. ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;
5. საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;
სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.
შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი – სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი – სსკ-ს 117-ე მუხლით.