„კარგი საქმის საკეთებლად ბევრი ფული არ არის საჭირო, მთავარია, გწამდეს“…

კიდევ ერთი აღდგენილი სამლოცველო… ადგილი, რომელმაც დიდი ხანია პირვანდელი სახე დაკარგა. სოფელ ქებაანში, ჩვენი პერსონის, ლაშა აბუაშვილის, მისი ოჯახისა და ახლობლების დახმარებით, ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო ისევ მოქმედია…12650755_1220426261319313_554807301_n

– კასპის სოფელ ქებაანში დედა ღვთისმშობლის სახელობის სალოცავია. ბავშვობა ამ სოფელში გავატარე. დიდი ხანია ქებაანი ადგილობრივებისგან დაიცალა და მიქელწყაროდან გასული ეთნიკურად თათრები დაეპატრონენ. ყოველთვის მწყინდა და მახსოვდა ჩემი სოფელი. მე და ჩემი მეუღლეც რომ დავქორწინდით, პირველად ღვთისმშობლის სალოცავში მოვედით და სანთლები ავანთეთ. მისი ისტორია კი ასე დაიწო – ცემენტის კარიერთან ძალიან ახლოს მდებარეობს, სალოცავი მთლიანად დაშლილი იყო, მხოლოდ აღმოსავლეთის კედელი შემორჩა შედარებით კარგ მდგომარეობაში. რამდენიმე ადამიანს უნდოდა მისი აღდგენა, ერთ-ერთი იყო კახა გაბოძე, სწორედ მან მითხრა – მე ვერ მოვახერხე და იქნებ შენ გამოგივიდეს, მაგ სოფლის კაცი ხარო…
იმ ღამეს სიზმარი ვნახე, ეკლესიას ვაშენებდი. მეორე დღესვე ჩვენს მეუფესთან -დამიანესთან წავედი და მისი ლოცვა – კურთხევით აღვადგინე სალოცავი… თბილისში კულტურის სამინისტროს მივაკითხე, სადაც ამიხსნეს, რომ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საბუთების შეგროვება იყო საჭირო, რომელსაც შემდეგ საპატრიარქო საბჭო განიხილავდა და გადაწყვეტდნენ, მქონდა თუ არა ამ საქმის დაწყების უფლება. აქვე მითხრეს, რომ თუ აღდგენას თვითნებურად დავიწყებდი, სერიოზული ჯარიმის გადახდა მომიწევდა. რა თქმა უნდა, შევაგროვე არქეოლოგიური დასკვნები, სამუშაოები დავით ბერიკაშვილმა ჩაატარა, მყავდა ადგილზე რესტავრატორი და ბოლოს საპატრიარქო საბჭომდეც მივედი, სადაც ყველაფერი დადებითად გადაწყდა… ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, საპატრიარქოსთვის და მუნიციპალიტეტისთვის არ მიმიმართავს, დახმარებას ხალხს ვთხოვდი. ამ სამლოცველოს აღდგენაში 250–მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 5–10 ლარით ვაგროვებდით თანხებს, ვისაც რა გვქონდა…12674373_1220426254652647_724021500_n
– რა დრო დაგჭირდათ დოკუმენტების შესაგროვებლად?
საბუთების მომზადებას და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდა. ერთი თვე კი საბჭოს ნებართვას ველოდებოდით, რომ დაგვეწყო…
– რა გრძნობაა, როცა თქვენი ხელით ისტორიის შენარჩუნება ხდება…
რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ეს არაა სახლის აშენება, იქ თითოეულ ქვას ისეთი მოფრთხილება , თითოეულ ნაბიჯს ისეთი გადადგმა სჭირდება, რომ დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება ადამიანს. ამ დროს თითქოს ღმერთთან ხარ, უფლის კარზე ხარ მისული და მოკრძალებითი სამუშაო გავალია. მინდა გითხრათ, რომ ამავდროულად ძალიან ამაღლებული გრძნობაც არის.
– ნივთები, რომლებიც აღმოაჩინეთ…12695392_1220426304652642_288724802_o
– სამუშოების ჩატარებისას აღმოჩნდა მე-16 -17 საუკუნეებით დათარიღებული ჭურჭელი. ეს ჭურჭელი, შეძლებისდაგვარად, საქართველოს უნივერსიტეტში  თარიღებით და მნიშვნელობებით აღადგინეს და ახლა ინახება კასპის მუზეუმში. როცა არქეოლოგიური სამუშაოები ტარდება, სალოცავის გარშემო ტერიტორია ორი მეტრის რადიუსში იწმინდება. აღმოვაჩინეთ ბავშვის საფლავი, მანამდე არავითარი ნიშანი არ იყო, რომ იქ სამარხი არსებობდა. ადგილზე მივიყვანეთ ხელოვნებათმცოდნე და არქეოლოგი, მათ ნახეს და დაადგინეს, რომ ბავშვის საფლავი იყო. რა თქმა უნდა, იმ ადგილს აღარ შევეხეთ და პატარა აღმნიშვნელიც გავუკეთეთ, რომ იქ საფლავი არის…
– ახლა რა ეტაპზე ხართ, როდის დაასრულებთ?
აღმოჩნდა, რომ სახურავს ვეღარ ვაკეთებდით. რესტავრატორმა გვითხრა, რომელი საუკუნის სახურავიც აფარია, იმის შესაბამისად უნდა გაკეთდესო. საკმარისი თანხა აღარ გვქონდა, თან ზამთარი მოდიოდა. გადავწყვიტეთ, სამუშაოებს გაზაფხულზე გავაგრძელებდით. სწორედ მაშინ ვნახე კიდევ ერთი სიზმარი სამლოცველოსთან დაკავშირებით, თითქოს სახურავს ვხურავდი. მეორე დღესვე დავიწყე მასალის მოძიება, ბოლოს საჩხერეში 2000 ლარის ღირებულების მასალა 200 ლარად ვიყიდე. წამოვიღე და ასე გადავხურე… ასეთი სასწაულებიც ხდებოდა ეკლესიის მშენებლობის დროს. კიდევ ასეთი შემთხვევა მახსენდება, მშენებლობის დროს ერთ ადგილზე ქვას ვერ ვპოულობდით, კასპში ცხოვრობს ერთი კაცი, იორამ იმედაშვილი, რომელმაც 22 ეკლესია ააშენა. ამ ადამიანს დავუკავშირდი და მითხრა, მე წამოვიღე  მაგ სალოცავიდან ერთი ქვა, რომელიც მუზეუმში ინახებაო. თურმე არეულობის დროს, მაშინ განუკითხაობა იყო და მასალებისთვის ამ ეკლესიას მიადგნენ, რომ დაეშალათ, იმედაშვილმა ერთი ქვა, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული, მუზეუმში შეინახა. სწორედ ის ქვა აღმოჩნდა, რომელიც გვაკლდებოდა… ახლა უკვე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ სამუშაოები, კარიბჭე გაკეთებულია, სახურავი დადგმულია, კედლები, გუმბათი დასრულებულია, ძირი – გამაგრებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გავაკეთეთ. ველოდებით გაზაფხულს, რადგან ბეტონის სამუშაოები ზამთარში მიზანშეწონილი არ არის. ვაპირებთ, რომ გუმბათი, რაც გავაკეთეთ, შევლესოთ, გარედან მოპირკეთდება ქვით და ამით მთლიანად დასრულდება ეს კარგი და კეთილი საქმე…12695870_1220426284652644_524459832_n
– თქვენ თუ გაგიჩნდათ სხვა ეკლესიებზე მუშაობის სურვილი…
ძალიან დიდი სურვილი მაქვს. თითქოს რაღაც ღვთისგან ბოძებული ენერგია მოდის, ვერ აღგიწერთ. ეს ალბათ უნდა განიცადოს ადამინმა, რომ მიხვდეს… ამ ეკლესიის მახლობლად, 300-400 მეტრის დაშორებით არის სამების სალოცავი. სადაც აღდგომის ყოველ მესამე დღეს ჩემი ოჯახიც და სხვებიც ყოველთვის მივდივართ. ამ სალოცავზე სოფელში ლეგენდებიც არსებობს…
– ლეგენდა…
სოფელში ასეთი ლეგენდაა, ამ ეკლესიის კართან ხე იდო, რომელიც სოფლის მკვიდრს წამოუღია და ეზოში სკამად დაუდვია. მოულოდნელად მის ოჯახში ყველა ავად გახდა, ვერაფერი გაუგეს. ერთ დღესაც, ამ კაცს ესიზმრა – სამებიდან რომ ხე წამოიღე, ისევ უკან დააბრუნე და ყველანი კარგად იქნებითო. ასეც მოიქცნენ და გამოჯანმრთელდნენ…
– ახლა რა მდგომარეობაა სამების სალოცავში?12696124_1220426264652646_1247181816_n
ეს უფრო დიდი სალოცავია და მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი. უფრო რთულ ვითარებაში არის, ფერდობზე დგას და ძალიან დაზიანებულია. ღვთისმშობლის სახელობის სალოცავის მშენებლობის პერიოდში, ვინც სპეციალისტი მომყავდა, პარალელურად სამების სახელობის სალოცავსაც ვაჩვენებდი. დახმარებას დამპირდნე,ნ რომ ესეც აღვადგინოთ… იმედი მაქვს, უფლის ნებით ამ სალოცავის აღდგენაც მოხერხდება….

ნინო ჯაჯანიძე
12714171_1220426287985977_749377805_n

12735856_1220426241319315_1784258350_n

12736344_1220426277985978_1707339297_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები