ბექა ელბაქიძის ფსიქოლოგიური დრამით დატვირთული ცხოვრება იტალიაში

ბექა ელბაქიძე 2016 წელს ევროპაში თეატრალურ გასტროლს გეგმავს. მისი დიდი სურვილია, საგასტროლო სპექტაკლი ქართველმა მაყურებელმა თბილისშიც იხილოს… მანამდე კი, ხელოვანი საკუთარ სამომავლო გეგმებზე და შემოქმედებითად დატვირთულ ცხოვრებაზე გვესაუბრა…

– ბებია იტალიელი მყავდა და, ზოგადად, იტალიურ კულტურასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. თითქმის 10 წელია, რაც იტალიაში ხშირად მიწევს ყოფნა. ამ პერიოდში იყო ვენეციის კინოფესტივალი, სადაც რუსიკო ჭყონიას ფილმ „გაიღიმეს“ პრემიერაზე ჩემი აგენტი ტიციანა დეოდატო გავიცანი. მან შემომთავაზა თანამშრომლობა და ასე დავიწყე სამსახიობო კარიერა საქართველოს ფარგლებს გარეთ…12583646_1122948824383637_183703254_n
– ჟურნალისტიკით რატომ დაინტერესდი?
– შემთხვევით მოხდა. თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ტელეკომპანია „202“-ზე ქასთინგი ჰქონდათ, მივედი და ამიყვანეს. ამიყვანეს მაშინ და ძალიან გაუცნობიერებლად მოვხვდი ტელევიზიაში. თითქმის ყველა პროფილით მოვსინჯე ძალები, გარკვეული პერიოდი ვიღებდი დოკუმენტურ ფილმებს, ვიყავი საინფორმაციოს წამყვანი, ასევე მქონდა შემეცნებით-გასართობი გადაცემა. ჩემი ინტერესების რეალიზება შემეძლო, ვმუშაობდი კულტურაზე, ვაკეთებდი კინოზე, თეატრზე და არტზე სიუჟეტებს… თუმცა, ბოლოს, ძირითადად, ფინანსური დაინტერესების თვალსაზრისით მომიწია მედიასივრცეში დარჩენა. ვმუშაობდი და საკუთარ სწავლას ვიფინანსებდი…

12571210_1122955341049652_1700825610_n– ხომ არ იყო ჟურნალისტიკა პოპულარობისთვის უფრო მოკლე გზა…
– არა, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლის გაგრძელება მინდოდა, დაფინანსებისთვის კულტურისა და განათლების სამინისტროებში საბუთები შევიტანე, თუმცა იქ სწავლა იმდენად ძვირი იყო, რომ დაფინანსება ვერ მივიღე. პარალელურად ყოველთვის მქონდა მცდელობა და გზებს ვპოულობდი, რომ საზღვარგარეთ მასტერკლასებზე და სემინარებზე ვყოფილიყავი.
– თუმცა, ჟურნალისტიკაშიც წარმატებული იყავი…
– თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, ეკრანზე ყველაფერი ჩანს. თუ კარგად აკეთებ შენს საქმეს, მაშინ სხვებსაც მოსწონხარ და თავისთან გეძახიან. ტელევიზიის გარდა, წლების განმავლობაში რადიოში ვმუშაობდი, ასევე – გახმოვანების სტუდიაში.
– მოგვიყევი იტალიაზე… რა მოხდა შენს ცხოვრებაში…
– საკმაოდ დატვირთული იყო 2015 წელი. ვითამაშე ერთ სერიალში, რომელიც აქ გავიდა Ray-ს და Sky-ს ერთობლივ არხზე, ასევე – სამ ფილმში და ერთ სპექტაკლში. ახლა მეორე სპექტაკლზე ვმუშაობ. ვიყავი ბელგიაში, სადაც ასევე სპექტაკლზე ვიმუშავე. 2016 წელს დაგეგმილი მაქვს პროექტი, რომელსაც ბარსელონაში და პარიზში განვახორციელებ. ახლა რომში ვმუშაობთ პიესაზე, რომელიც მე დავწერე, ეს არის ჩემი რომანის ადაპტაცია. გვინდა, რომ ამ სპექტაკლით: „ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ“ თბილისში, გასტროლზე, მაისში ჩამოვიდეთ.12467966_1122954977716355_721403586_n
– სწავლა მოგიწია…
– ბარსელონაში „სხეულის თეატრში“ ვსწავლობდი. გავიარე კინოსა და თეატრის მასტერკლასები ბერლინში, ბრიუსელში, ლისაბონში, მადრიდში. რომში ვსწავლობდი თეატრის აკადემიასა და სამსახიობო სკოლაში – Play House Di Roma. მანამდე კი დანტე ალიგიერის უნივერსიტეტში, კულტურის ფაკულტეტზე. ამ ეტაპზე სწავლა ჯერჯერობით დავასრულე…
– როგორი პერსონაჟების თამაში გიწევს?
– ძირითადად, დრამატულ პერსონაჟებს მთავაზობენ. ბოლოს რაც ვითამაშე, ყველა ფსიქოლოგიური დრამაა. განვასახიერე იმპოტენტი ქმარი, რომელსაც სექსუალური პრობლემები აქვს. სერიალში ვითამაშე ქმარი, რომელიც ღალატობს ცოლს… ასევე ვიყავი ფსიქიკური აშლილობის მქონე გმირი. ახლა ამ ბოლო სპექტკლში კი, ვთამაშობ ფრანგ მხატვარს, რომელიც თავს ირჩენს პროსტიტუციით.
– რითაა განსხვავებული იტალიელ რეჟისორებთან მუშაობა…
– საქართველოში რამდენიმე რეჟისორთან ვიმუშავე, ძირითადად, სერიალზე და ფილმებზე, ძალიან საინტერესო იყო. აქ ასპარეზი უფრო დიდია და, შესაბამისად, კონკურენციაც მეტია. მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე. მაგალითად, ბოლოს ფილმზე – „ჩემი თავისუფლება“ (რომელიც 2016 წელს გამოვა ეკრანებზე) როლზე მუშაობისას მე და ჩემი პარტნიორი ლეტიცია ლეცა ორი თვის განმავლობაში ჩავიკეტეთ და ვიცხოვრეთ ისე, როგორც ეს გმირები ცხოვრობენ ფილმში. ასე თუ არ იმუშავე შენს პერსონაჟზე, რა თქმა უნდა, მერე ეს ჩანს ეკრანზე. ამ ტაქტიკით ბევრი რამ გავიგე, თუნდაც იგივე სექსოლოგიაში, თურმე არსებობს ტერმინი „ეგოსინტონიკო“. დავდიოდი ჰოსპიტალში, ვესწრებოდი ჯგუფური თერაპიის სეანსებს, სადაც ამ პრობლემის ადამიანები დადიან და თავიანთ ისტორიებს ყვებიან. მერე მათ ვესაუბრებოდი.
– ამის საშუალება და დრო ქართველ მსახიობს არ აქვს…12571259_1122955784382941_811346092_n
– კი, ნამდვილად, საშუალება და დრო… საქართველოში არ არის ამის ფუფუნება, რომ მსახიობმა როლზე ასე იმუშაოს. მაშინ უნდა დაკარგოს სხვა სამსახური, რომელიც მისთვის შემოსავლის წყაროა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან კარგი მსახიობები გვყავს.
– ახლა რა ეტაპია შენს სამსახიობო კარიერაში?
– ეს არის პროფესია, რომელიც მე ბავშვობიდან მინდოდა. მსახიობობა ერთადერთი პროფესიაა ჩემთვის, რომელიც მინდა, რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო. ისევ და ისევ სწავლის, გამოცდილების მიღებისა და გაზრდის ეტაპზე ვარ.
– ბექა ელბაქიძის კიდევ ერთი მხარე – წერ…
– დასაბეჭდად მზადდება მეოთხე რომანი „ყვითელი ველოსიპედი“, ვმუშაობ მეხუთეზე – „ღამის ფერი“, ვფიქრობ, წელს დავასრულებ. გარდა ამისა, დავიწყე პიესების წერა. იტალიურად და ინგლისურად ორი პიესა დავწერე. ერთია პროექტი, რომელსაც ახლა ვაკეთებთ რომში და მეორე კი საერთაშორისო თეატრალური ექსპერიმენტია – ,,8 სეანსი’’ . 8 ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე უნდა დაიდგას, მისი რეალიზება (განხორციელება) 2016 წელს უნდა მოხდეს…
– შენს სამომავლო გეგმებში თუ რჩება ამერიკის კინოაკადემია…
– ამერიკის კინოაკადემია ჩემს მიზნად მუდმივად რჩება… არ ვიცი, როდის მექნება 63 000 დოლარი იმისთვის, რომ ამერიკაში 1 წელი ვისწავლო, ვნახოთ. ვერ ვიტყვი, რომ ნაკლები სკოლებია ევროპაში… ვნახოთ, შეიძლება რომელიმე ევროპული ფილმით გავძვრე იქით, ამერიკისკენ, ესეც არ არის გამორიცხული…

ნინო ჯაჯანიძე

 12625852_1122955791049607_1256489951_n
12583662_1122954981049688_373260568_n
12583797_1122954974383022_761215731_n
12583823_1122948821050304_1301083426_n
12584040_1122955337716319_253373222_n
12606713_1122955787716274_724325611_n
12625603_1122955797716273_411130604_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები