როგორ აპირებს პატარა სივრცით მასშტაბური წარმოდგენის გამართვას ნიკოლოზ საბაშვილი

რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილს შემოქმედებითად დატვირთული 2015 წელი ჰქონდა. მისი პიესა „საქართველოს ლეგენდა“ ამერიკაში ბროდვეის Symphony Space-ს სცენაზე ქართველმა, ამერიკელმა და რუსმა მსახიობებმა ითამაშეს. კიდევ რა მიღწევები ჰქონდა რეჟისორს და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, ამას თავად პერსონა, ნიკოლოზ საბაშვილი მოგვიყვება…

– ძალიან საინტერესო წელი იყო ჩემთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2015 წელს დავდგი სპექტაკლი „1945“, „საქართველო“, რომელიც ძალიან მიყვარს… ვიყავით შეერთებულ შტატებში გასტროლით 12576313_1204886846206588_2107468212_n„იავნანამ რა ჰქმნა“, შემდეგ ამერიკაში მეორედ მომიწია წასვლა უკვე სპექტაკლის დასადგმელად. ბროდვეიზე დავდგი მიუზიკლი „საქართველოს ლეგენდა“. ჯილდოს რაც შეეხება, წელს საგარეჯოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ავიღეთ გრან-პრი, ასევე მეორედ გავხდი თეატრალური პრემია „დურუჯის“ მფლობელი. „თეატრის მოღვაწეთა კავშირისგან“ გადმომეცა წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის პრემია. ზუგდიდის თეატრში დავდგი სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხალხი გავიცანი და მათთან მუშაობა მომიწია. კარგი ადამიანები არიან და იმის გამო, რომ თეატრი დაიხურა, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ…
– „საქართველოს ლეგენდა“… გამოხმაურება და შემოთავაზება…
12540370_1204886852873254_638501668_n– სამომავლო გეგმები გვაქვს… ახლა რამდენიმე საინტერესო პროექტზეა საუბარი. ვნახოთ, იმედია, განხორციელდება.
გამოხმაურებას რაც შეეხება, ძალიან მიხარია, რომ სპექტაკლზე მოსული მაყურებელი კმაყოფილი იყო. ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მაყურებელმა ძალიან დიდი მოწონება გამოთქვა. აღნიშნეს, რომ სასიამოვნო იყო ჩვენთვის ქართული კულტურის გაცნობაო. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, საამაყო იყო და ბედნიერი ვიყავი ამით.
– ახლა რა ეტაპია შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენი საქმით შეგიძლია გახვიდე შენი ქვეყნის გარეთ. ორი წლის წინ 12576060_1204929159535690_298072540_nჩემთვის რომ ეთქვათ, ბროდვეიზე სპექტაკლს დავდგამო, ეს წარმოუდგენელი და ოცნების ტოლფასი იქნებოდა. მაგრამ შენს თითოეულ ნაბიჯს თუ სწორად დაგეგმავ, ამის მიღწევა არცთუ ისე რთულია. მითუმეტეს, როცა შენი საქმე გიყვარს და ამას პროფესიონალურად აკეთებ, ამ შემთხვევაში, შენი ქვეყნის გარდა, სხვისთვისაც მოთხოვნადი გახდები. თუმცა, მთავარი მაინც ერთია, თუ შენსას არ გამოადგები, ვერც გარეთ იქნები მოწოდების სიმაღლეზე. გაქცევა გამოსავალი არ არის…
– ხარ მსახიობი და რეჟისორი. როგორ გააკეთე არჩევანი და შენს სპექტაკლში თუ გითამაშია…
– მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ჩემს დადგმულ სპექტაკლში ვითამაშე, ჩემივე პიესა იყო. მაგრამ ეს იყო ბოლო… იმიტომ, რომ ძალიან რთულია – პიესაც ჩემი იყო, რეჟისორიც მე ვიყო და ვთამაშობდი ერთ-ერთ მთავარ როლს… ამით, რა თქმა უნდა, რაღაცები დააკლდა ალბათ სპექტაკლს. მსახიობი აბსოლუტურად სხვა პროფესიაა და რეჟისორი სხვა. არ შეიძლება ერთმანეთში აურიო. ვიღაცებს ეს გამოსდით. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო სკოლა  გავიარე, კინოსა და დრამის მსახიობი ვარ, მთავარი, რაც უნდა მქონდეს, არ მაქვს – სურვილი იმისა, რომ მსახიობი ვიყო. მსახიობობა ძალიან საპასუხისმგებლოა. როდესაც არტისტი ხარ, ბოლომდე უნდა იხარჯებოდე. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ბოლომდე 12583766_1204929142869025_2061471800_nდატვირთვით მსახიობები აღარ მუშაობენ. ეს ძალიან ცუდია… თუ არტისტი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ თეატრში მუშაობ და რომელი თეატრის მსახიობი ხარ, თითოეულ როლში მთელი შენი მაქსიმუმი უნდა ჩადო. საქართველოში ეს ძალიან რთულია, არ გაქვს ანაზღაურება… რაღაცებზე თვალს ხუჭავ, ფიქრობ – არა უშავს, ეს საქართველოა და ბოლომდე არ დავიხარჯები… ეს კი მოქმედებს ხარისხზე. არც რეჟისორობაა ადვილი, მაგრამ ორი ერთად ძალიან რთულია, ამიტომ მე რეჟისორობა ავირჩიე…
– ახლა ისევ ძიების პროცესში ხარ, თუ საბოლოოდ აღმოაჩინე გზა, რასაც უნდა გაჰყვე?…
– ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ აღმოჩენებს აკეთებ. ხვალ შეიძლება გავიღვიძო და უცებ მომინდეს სხვა რაღაცის კეთება, მითუმეტეს, ახლა ძალიან შემიყვარდა თიხაზე მუშაობა და სახლში სულ რაღაცებს ვძერწავ, ვაკეთებ. არ გამომდის, მაგრამ მაინც… ერთფეროვნება ძალიან მომაბეზრებელია. თუმცა ჯერჯერობით არანაირად ვაპირებ პროფესიის შეცვლას. რეჟისორის ამპლუაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ვნახოთ, რა იქნება მომავალში… თუ ვიგრძენი, რომ ვეღარ გამომდის, ან ჩემთვის საინტერესო აღარ არის, აუცილებლად შევეშვები და სხვა საქმეს დავიწყებ… ეს იმას არ ნიშნავს, რომ დილეტანტურად შეხედო რომელიმე პროფესიას. რასაც ნებისმიერ პროფესიაში აკეთებ, ბოლომდე პროფესიონალური უნდა იყო…
– როგორია ნიკა საბაშვილის სპექტაკლები, რომელ ჟანრში ხედავ ცხოვრებას…12583853_1204929136202359_1975657060_n
– მრავალფეროვანი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს, როდესაც რეჟისორებს მიაწერენ – ეს მისი ჟანრია… მე კომედიაშიც მიმუშავია, დრამაშიც და ა.შ. მთავარი არის განწყობა, რისი თქმა გინდა. მაგალითად, როდესაც „კლოუნადაზე“ ვმუშაობდი, რატომღაც მითხრეს, შენ „კლოუნადაში“ მუშაობ. ამ დროს არანაირად არ ვთვლიდი, რომ მე „კლოუნადას“ რეჟისორი ვარ. ან თუნდაც, ახლა მომიწია ერთდროულად სამი თუ ოთხი სპექტაკლის დადგმა თოჯინებში. უცებ აი, თოჯინების რეჟისორია – არა. რა თქმა უნდა, არსებობს თოჯინების რეჟისორი, ეს ცალკე სპეციფიკაა. მაგრად დამოუკიდებელი რეჟისორი იმიტომ არის კარგი, რომ სხვადასხვა თეატრთან შემიძლია ვითანამშრომლო. თოჯინებს აუცილებლად მივუბრუნდები. მითუმეტეს,  თოჯინებმა ისეთი რამ დამანახვა, რომ საგნების თეატრის შექმნა გადავწყვიტე.
– საგნების თეატრი…
– ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო პროექტია და საქართველოში აუცილებლად განვახორციელებ. მითუმეტეს, რომ ყველა ქვეყანაში არ შეგხვდება ასეთი თეატრი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება ასეთი თეატრის 12606939_1204929139535692_1977863781_nარსებობა და მაქსიმალურად ვეცდები, რომ შევქმნა. ამ თეატრში მსახიობები იქნებიან საგნები, რა თქმა უნდა, მსახიობები აამუშავებენ და გააცოცხლებენ, მაგრამ აქ უფრო მეტი თავისუფლებაა, უფრო მეტი მასშტაბებია… რაც უფრო პატარა გაქვს სივრცე, მით უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს წარმოდგენა. იმის გამო, რომ გაქვს პატარა სივრცე, არ ნიშნავს იმას, რომ სანახაობრივი ვერ გააკეთო. საგნების თეატრი გაძლევს საშუალებას, ფანტაზია რეალობაში ბოლომდე განახორციელო. როცა ზიხარ ოთახში და არაფერი არ არის და უცებ ეს გარემო გარდაიქმნება თეატრად, აღმოჩნდები ჯადოსნურ სამყაროში… გაოგნდები, თურმე ის სკამი, რომელზეც ზიხარ, ცოცხალი ყოფილა. ნებისმიერი პროჟექტორი, რომელიც ჰკიდია, პროჟექტორი კი არ არის, არსებაა, რომელსაც შეუძლია ფიქრი, აზროვნება, სწყინს, უხარია… და არის ჩვეულებრივი ადამიანი. ამის აღმოჩენა მაყურებლისთვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება.
– ხშირად გიწევს ფესტივალებზე ყოფნა, რა შედარებას გააკეთებ…
– ფესტივალებზე ძალიან ხშირად შეხვდები კარგ ნამუშევარს და გაგიხარდება, რომ მოახერხე და ეს ნამუშევარი ნახე. თუმცა არის ძალიან ბევრი ცუდი სპექტაკლი და ამ დროს ისიც გიხარია, რომ საქართველოში უფრო მეტად საინტერესო შემოქმედებითი პროცესები მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, საქართველოში კარგი თეატრი გვაქვს, შეგვიძლია უფრო კარგი გვქონდეს. ხშირად შემხვედრია უცხოელი რეჟისორის ისეთი კარგი სპექტაკლი, რომ გული მწყდება, როგორ არიან განვითარებული იქ, თავის ტექნოლოგიებით, დამოკიდებულებით, 12606993_1204929169535689_956496563_nსამსახიობო სკოლით… რაღაცებში გინდა დაეწიო და აჯობო კიდეც… რაც შეეხება ამერიკას, მე მათი რეჟისურა დიდად არ მომწონს. იმ სპექტაკლებსა და მიუზიკლებში რაც ვნახე, უფრო მოვიხიბლე შოუს ელემენტებით. ამიტომ საქართველოს დიდი შანსები აქვს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული და განვითარდეს ისე, როგორც განვითარდა, მაგალითად, პოლონური თეატრი…
– ამაჟამად რაზე მუშაობ…
– ამაჟამად მოზარდმაყურებელთა თეატრში „მაუგლიზე“ ვმუშაობთ. ვცდილობთ, რომ შოუსა და მიუზიკლის ელემენტებით დატვირთული იყოს. ბევრი მსახიობი მონაწილეობს და იმედი მაქვს, რომ გამოვა ის სანახაობა, რასაც ვგეგმავთ. ძალიან ვღელავ, განსხვავებული ფორმატის სპექტაკლია. გვინდა, ყველა ბავშვს უხაროდეს თეატრში მოსვლა. იმედი მაქვს, ეს ექსპერიმენტი გამოვა. სპექტაკლის პრემიერა 15 აპრილს შედგება.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები