აღმოჩენა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს ისტორიას შეცვლის… რატომ დაინტერესდნენ გერმანელები დიდნაურის გათხრებით…

პროფესიით ეკონომისტი ბადრი ხვადაგიანი დიდნაურის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.  რა აღმოაჩინეს რამდენიმე თვის წინ საქართველოს ტერიტორიაზე და  როგორი იყო ჩვენი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში… 

 – დედოფლისწყაროსთან ახლოს, სადაც დიდნაურის ტერიტორიაა, სადაც პროფესორმა და მკვლევარმა კიაზო ფიცხელაურმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. 10-10-ზე გათხარეს და გამოჩნდა კედელი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა…
– ისტორიულად, თუ გქონდათ მანამდე ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ?12435089_1189837947711478_2080664578_o
– არა, ისტორული ინფორმაცია არ არსებობდა. იქ მკვლევარებისთვის იმდენი ადგილია საინტერესო, რომ  ბატონი კიაზოც დაინტერესდა. მიადგა ერთ გალავანს, რამაც ცხადყო, რომ აქ ადრე  რაღაც არსებობდა.  პირველი გათხრები გერმანელმა მეცნიერმა დააფინანსა, სწორედ ამას მოჰყვა ეს აღმოჩენა. ამ დროისთვის გვაქვს გალავნის 7-მეტრიანი მონაკვეთი სიგანეში და დაახლოებით 15 მეტრი სიგრძეში და, ვფიქრობთ,  მთლიანად ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს. თითქოს მთლიანი კედელი წაქცეულია, სავარაუდოდ, არა ომებისგან, ალბათ უფრო სტიქიისგან. ეტყობა, დიდი მიწისძვრა ან რაიმე დამანგრეველი მოხდა, სხვაგვარად ამ კედელს ვერ წააქცევდნენ.1931915_1189837961044810_1268174187_n
ამის შემდეგ მეცნიერთა აკადემიაში შეიკრიბა დიდნაურის საბჭო, სადაც ერთ-ერთ წევრად ამირჩიეს და ბედნიერი ვარ, ამ სამეცნიერო საბჭოს დავესწარი.  გვქონდა პირველი გათხრების და ცნობების  პრეზენტაცია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადგილზე უფრო ძველ აღმოსავლეთთან დაკავშირებული ქალაქი-სახელმწიფოს მსგავსი ტიპის დასახლება არსებობდა, რომელიც თარიღდება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნით… ნაპოვნია ნივთები, მათ შორის ფიგურა – მეომარი ეტლით.  თუ ეს ეტლი ადასტურებს იმას, რომ იმ სახელმწიფოს ასეთი  ჯარი ჰყავდა, მაშინ სერიოზული სახელმწიფო ყოფილა. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს ხელჩასაჭიდი  ნიშნები, რითაც მტკიცდება, რომ ამ ტერიტორიაზე,  მართლაც, არსებობდა ქალაქი-სახელმწიფო.
დაინტერესება ძალიან დიდია, სახელმწიფო დონეზე, თუმცა, საქმე მაინც ნელა მიდის წინ. იმის გამო, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, გადავწყვიტეთ, საკრებულოში პრეზენტაცია მოგვეწყო, მაგრამ ჯერ შევჩერდით. ველოდებით, კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ისტორიასთან…
– რისი მოლოდინია?12435444_1189837954378144_1207334783_o
– 
ისტორიაში დღემდე უცნობი ქალაქ-სახელმწიფოს აღმოცენის და დამტკიცების მოლოდინი გვაქვს. აღმოსავლეთ საქართველო, ზოგადად, დატვირთულია აღმოსავლური კულტურით და ძველი ცივილიზაციებით.  მოგეხსენებათ, რომ იბერიული ტომების ზემოთ ამოსვლა  შუამდინარეთიდან იწყებოდა, სავარაუდოდ, ალბათ უფრო შევიწროების და ომების გამო. რადგან ამ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის  სახელმწიფო  არსებობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად საქართველოს კარიბჭე იყო. მომავალ კვირას ვაპირებთ ისევ ჩასვლას, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა და, სამწუხაროდ, მე ჯერ ცნობები არ მაქვს.
– რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ საბოლოო შედეგი მიიღოთ?12431717_1189837967711476_716399797_n
– 
პირველ რიგში, საჭიროა თანხების მოძიება. უწინარესად, ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორების მოსაზიდად. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო და მეცნიერებათა აკადემიაც ჩართულია. ცოტა ხანში  ფონდსაც შევქმნით. საკმაოდ დიდია დაინტერესება, მაგრამ უფრო მეტად უცხოელები აქტიურობენ…
– თუ დადასტურდა, რას შეცვლის მომავალში?…
– 
პირველ რიგში, აღმოჩნდება ის, რომ გავიგებთ, თურმე ჩვენთან არსებობდა ქალაქი-სახელმწიფო! ამ პერიოდისთვის ჩვენთან არსებობდა დასახლებები, ქალაქები, მაგრამ ქალაქი-სახელმწიფო არა. ფაქტობრივად, ისტორიაში  გადატრიალება მოხდება.
– თქვენ როგორ დაუკავშირდით ამ ყველაფერს?12434182_1189837934378146_559957776_n
– 
2014 წელს დავინიშნე თბილისის მუნიციპალიტეტში, მთაწმინდის რაიონის გამგებლის  მოადგილედ ინფრასტრუქტურის დარგში. მთაწმინდის რაიონი  ისტორიული რაიონია და ბევრი ძალიან საინტერესო  მასალა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურას განვაგებდი, გამგეობაში მუდმივად ურთიერთობა მქონდა ისტორიკოსებთან, არქიტექტორებთან… თავადაც ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ქვეყნის ისტორიით…
– პროფესია…
– 
პროფესიით ეკონომისტი ვარ. მიმუშავია სხვადასხვა განხრით. მსოფლიო ბანკის პროექტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ვმუშაობდი. როდესაც რეფორმა მიმდინარეობდა და მიწის აზომვის ახალი სტრუქტურა, რეესტრი ყალიბდებოდა, იქაც ვმონაწილეობდი, ეს იყო 1997 წელს. ასევე ისტორიკოსების ძალიან ფართო სამეგობრო წრე მყავს, ბუნებრივია, კახეთის რეგიონშიც, სადაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი პირადი მეგობრები არიან დედოფლისწყაროში ცნობილი თავაძეების ოჯახი. როცა არქეოლოგებს ძალიან უჭირდათ და დაინტერესება არ იყო, კერძოდ, ბატონ კიაზოს გათხრებისთვის რესურსი არ ჰქონდა, ეს ოჯახი და უშუალოდ დაჩი თავაძე კიაზოს ყველაფერში ეხმარებოდა, გვერდით ედგა. სწორედ მაშინ შევხვდით ჩვენ. ძალიან დამაინტერესა ამ ფაქტმა, მაშინ ბატონმა კიაზომ მთხოვა, რომ გავწევრიანებულიყავი  დიდნაურის საბჭოში. მას შემდეგ ვცდილობ, კერძო ბიზნესთან, ფონდებთან და ჩემს არეალში რაც ჯდება, ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროექტში. იმედი მაქვს, მალე შეგოროვდება თანხა, რომ უფრო მასშტაბური ღონისძიებები დავიწყოთ.12435665_1189837951044811_1061237479_n
– ოჯახი…
– 
2000 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკში ვმუშაობდი, გამიტაცა თეოლოგიამ და ისტორიამ. მაშინ საინტერესო მოძღვარი მყავდა, რომელიც ძალიან კარგი თეოლოგი იყო. 2000 წელს დანიშნეს სვეტიცხოვლის წინამძღვრად, პატრიარქის მოსაყდრედ. ბერ-მონაზვნად წასვლის დიდი სურვილი მქონდა, მსოფლიო ბანკში მუშაობას თავი დავანებე და წავედი მონასტერში. მაშინ წავიკითხე ძალიან ბევრი  ძველ ცივილიზაციაზე.
მახსოვს, იმ პერიოდში მეუფე ზენონმა დაიწყო  წიგნზე მუშაობა სახელწოდებით: “სამხრეთის კარიბჭე”. ისე მოხდა, რომ მეც ჩართული ვიყავი,  ბევრი საინტერესო რამ გავიგე, ზოგადად, საქართველოს ისტორიაზე და ქართულ ტომებზე.  სვეტიცხოველში მეუფე ზენონთან ერთად ორი წელი ვიყავი, ამის მერე ეპისკოპოსად აკურთხეს დმანისში და იქ გადავედით.
თუმცა, მინდა კიდევ უფრო უკან წარსულში გადავიდე და გითხრათ, რომ 20 წლის ვიყავი 16 წლის ნინო სალუქვაძეზე რომ დავქორწინდი, ერთ წელში გავცილდით ერთმანეთს. გვყავდა შვილი და, რა თქმა უნდა, მე მათთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, პერიოდულად შერიგებას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით ვთანხმდებოდით.  უკვე ბერად აღკვეცას ვაპირებდი, ნინომ გაიგო და დამირეკა, მივხვდი, რომ არ ესიამოვნა. სწორედ ამ პერიოდში მეუფე ზენონმა მითხრა, რომ ყოფილ მეუღლესთან შერიგება კიდევ ერთხელ მეცადა. უფლის წინაშე მართლები არ ვიქნებით, თუ ბავშვს დატოვებ და ეკლესიაში წახვალო. მართლაც, მეუფის რჩევა გავითვალისწინე, ნინოც შემირიგდა და მოხდა ისე, რომ 13 წლის გაცილების შემდეგ ისევ ერთად განვაგრძეთ ცხოვრება.12436018_1189838574378082_703569076_n
მაგრამ ეს პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო  ჩემთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეუფე ზენონმა, და არა მარტო მან, ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა, მათთან, ისტორიკოსებთან, თეოლოგებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. სწორედაც ამის ნაყოფია, რომ დღესაც სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს. დამერწმუნეთ, ეს თუ ის აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ისტორიაში ძალიან დიდ გადატრიალებას მოახდენს. არა მარტო საქართველოს, არამედ, ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში.
ისევ დიდნაურზე მინდა ვთქვა, რომ ახლა ვარკვევთ, რამდენად დიდია ჩვენი აღმოჩენა. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არის, რომ აქ უკვე ქალაქი იყო. ახლა აქ მიდის მსჯელობა, რომ მხოლოდ ქალაქი იყო თუ სახელმწიფოც. თუ დადასტურდა, რომ ზემოხსენებული მეომრის ფიგურა იყო ადგილობრივი რეგულარული ჯარის ნაწილი, ესე იგი, აქ არსებობდა სახელმწიფო და თან ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მუდმივ ბრძოლებში მყოფ  აზიის ხაზს აკავებდა.
ახლა მიდის ციტადელის შიდა რგოლში მუშაობა. იქ უნდა აღმოჩნდეს ყველაფერი. თუმცა საბოლოოდ ისევ  ფინანსებთან მივდივართ. იმედი გვაქვს. ამ წინააღმდეგობასაც გადავლახავთ და მალე ისტორიულ მონაკვეთს დღის სინათლეზე გამოვიტანთ…

ნინო ჯაჯანიძე

12432811_1189851524376787_1049413558_o

12436150_1189837941044812_1801850085_n

12436226_1189851651043441_1696581473_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები