კოლექცია, რომელმაც დროს გაუსწრო – რის გაკეთებას აპირებს მარინა ხორავა

როგორ დაბლოკა სუკ-მა  დიზაინერი მარინა ხორავა და რატომ რიცხავდა ცეკა სამხატვრო აკადემიიდან…

 

– არტგალერეა სალონი Silk-ი  და თქვენ…
– 
გალერეის დამფუძნებელი ჩემი მეგობარი ხათუნა ჭიჭინაძეა. თავიდან შემომთავაზა,  რომ ერთად დიზაინსტუდია შეგვექმნა, თუმცა, ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, უარი ვუთხარი. გაკვირვებული დარჩა, მაგრამ შემდეგ დამირეკა და მითხრა: მოდი, გალერეა გავაკეთოთო. არ მიყოყმანია, მეორე დღეს უკვე იქ ვიყავი და ასე დავიწყეთ…10248905_1185381564823783_2050311178_n
– „ფერადი კაბრიოლეტი“…
– 
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვისთან ერთადაც ვაკეთებ საქმეს, ჩემთვის პირველ ადგილზეა. პარტნიორში პიროვნულ მხარეს მეტად ვაქცევ ყურადღებას და იმას, რამდენად შეგნებულია ჩემთან ურთიერთობაში.  ამ შემთხვევაში ხათუნა ჩემთვის სასურველი პარტნიორია. თბილისში უამრავი გალერეაა, ამიტომ გადავწყვიტეთ რაღაც ახალი ნიშა, ამ შემთხვევაში ახალგაზრდული აგვერჩია. ეს ის თაობაა, რომლის ფანიც ვარ. სადაც 80 პროცენტი კარგია. მე იმ თაობიდან ვარ, სადაც 20 პროცენტი იყო კარგი. ახალი თაობა კი საკმაოდ რეალისტი და პრაგმატულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სამხატვრო აკადემიის რექტორთან გია გუგუშვილთან… ვიფიქრე, რომ  გია სწორ გზაზე დაგვაყენებდა და  მასთან მივედით. ორ წუთში მიხვდა, რა გვინდოდა და მითხრა, „მე მყავს ჯგუფი – ფერადი კაბრიოლეტი“. აქედან დაიწყო ჩვენი და „ფერადი კაბრიოლეტის“ ურთიერთობა. მარტო ის, რომ ხატავ შენთვის, ეს საკმარი არ არის, უნდა აუცილებლად გამოჩნდე, დაფიქსირდე… აბსოლუტურად ენთუზიაზმით დავიწყეთ გალერეის ამუშავება… მე პირადად უკან არასოდეს ვიხედები, ვცხოვრობ დღევანდელით ხვალისთვის… შესანიშნავი, ბრწყინვალე  ბავშვები არიან. ბატონ გიასთან ერთად, Silk-ის და „ფერადი კაბრიოლეტის“ ეს პროექტი აბსოლუტურად ავაწყვეთ.

ბატონ გიას ვუთხარი, „რატომ არ ვარ მე, ამათი ასაკის და თქვენნაირი რექტორი რომ მყოლოდა და ამ დროში მეცხოვრა, რამდენ რამეს გავაკეთებდი-მეთქი…“ პირველად დამწყდა გული ცხოვრებაში, რომ  პატარა არ ვარ.
– იმ პერიოდში, როცა თქვენ პროფესიად დიზაინერობა აირჩიეთ, ალბათ ძალიან ცოტა იყო ასეთი ადამიანი… – მედალზე ვამთავრებდი სკოლას, ჩემს დროს მედალოსანს აუცილებლად სამედიცინოზე უნდა ესწავლა. მაგრამ მე ზურიკელასავით რომ გამოვაცხადე  საარტისტოზე მინდოდა,  არავინ შემკამათებია. თუმცა, არქეოლოგიაც მაინტერესებდა. ბოლომდე მობილიზებული არ ვიყავი, რ12399093_1185381551490451_2015019742_nა მინდოდა. ბანალურ რამეს ვიტყვი, მაგრამ ბავშვობიდან ვხატავდი, ოღონდ კედლებზე. მერე ჩემმა ნათესავმა, მხატვარმა მიშა ხორავამ მირჩია, რომ  შენი ადგილი მოდელირებაზეაო და აქედან წამოვიდა ჩემი და მოდელირების მეგობრობა. დიდხანს ვაბარებდი, რადგან მაშინ ჩაწყობა ძალიან აქტუალური იყო, ბოლოს ჩავაბარე. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მინოდოდა ჩემი საქმე ბოლომდე მცოდნოდა, რომ ფეხზე ჩემით დავმდგარიყავი, ამიტომ წარმოებაში წავედი.  კარიერისტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როცა მოდელირებაზე აკადემიაში ვსწავლობ და მერე წარმოებაში უნდა წახვიდე, როგორი ცუდი მომენტია… სერი, ნაცრისფერი, მაგრამ ვიცოდი, რომ წარმოება მჭირდებოდა. თან მაშინ უცხოეთში სწავლის გაგრძელება ერთეულების ხვედრი იყო…
– რა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო?…
– 
სტუდენტობისას  ჩვენებაზე მილიტარისტული ფორმები რომ გავაკეთე, ცეკა-დან დარეკეს და აკადემიიდან მრიცხავდნენ. თუმცა, რას გამრიცხავდნენ, კარგად ვსწავლობდი… ვიზუალურად  გავაკეთე ის, რაც მომწონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი ტაში  ხვდა წილად მერე ამ ფორმებს და პირიქით, კოზირივით ეკავათ…
– ყოველთვის გამოირჩეოდით განსხვავებული იდეებით…
– 
საკუთარი აზრი, შეხედულება მაქვს ყველაფერზე.  სულ რომ მიქონ და მიდიდონ, თუ მე ჩავთვლი, რომ  ეს ადამიანი არ არის კარგი, მასთან ურთიერთობა ვერასოდეს მექნება. ერთხელ ჰენკოკის მუსიკაზე გავიტანე მოდელები და მ12395086_1185381568157116_244490346_nაშინაც ანტისაბჭოთა ნიშნები დაინახეს…  ეს ყველაფერი სასაცილო იყო. ჩუმად რომ უსმენ ჯაგერს, როცა ამაზე უნდა იზრდებოდეს თაობები… ეს ის დრო იყო, რომელიც მე არასოდეს  მენატრება. მაშინაც არ მომწონდა და ამას არც ვმალავდი… ასეთი ცუდი დროის შვილი ვარ, სამწუხაროდ…
წარმოებაში რომ წავედი,  ვიცოდი აქედან ცოდნას მივიღებდი  და ამ სიძნელეს ვუძლებდი. მერე აღმოჩნდა, რომ  საზღვარგარეთ მივლინებაში გამიშვეს. მე მხოლოდ დიპლომი არ მჭირდებოდა,  ახლა  ტაქსისტადაც გამოვდგები, ორი დიპლომი მაქვს, ქართული და ერთი. უცხოური 1988 წელს ავიღე, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი. კომპანია, სადაც ვიყავი, იტალიელებისთვის და ამერიკელებისთვის მუშაობდა… უეცრად მოხდა სასწაული. ორ კვირაში საუკეთესო სამუშაო პირობები შემიქმნეს, ხელფასი გამიზარდეს 4000–დან 20000–მდე, მომამაგრეს კურიერი და თარჯიმანი… გაკვირვებული ვიყავი. საქართველოში  რომ ჩამოვედი, რა ხდებოდა
მაშინ,  მერე გავიგე. ვანიკო მაჭავარიანმა  შემთხვევით გაიგო, რომ, როგორც დიზაინერი, უცხოელებს ძალიან მოვეწონე და ცდილობდნენ, თავისთან წავეყვანე, მაგრამ ვერ გამოვიდა… თურმე სუკ-ი როგორ მუშაობდა, რუსეთის საელჩომ დამბლოკა და, რა თქმა უნდა, არსად გამიშვეს… ახლაც რომ მახსენდება, ძალიან ვბრაზდები… საქართველოში რომ ჩამოვედი, საკუთარი ფირმა „მარინა ხორავა“ დავაფუძნე …
– „მარინა ხორავა“…
– 
სრულიად შემთხვევით შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს, გია კვარაცხელიას. მკითხა, რის გაკეთებას ვაპირებდი და ისე, რომ ჩემი არცერთი მოდელი ნანახი არ ჰქონ10581765_1185381578157115_154235414_nდა, პროექტი დამიფინანსა. ფირმის გახსნაზე კი თქვა, მე არასოდეს მიფიქრია, როგორი მოდელები იქნებოდა, როცა მარინას შევხვდი, მაგრამ მივხვდი, რომ საქმიან ადამიანს ველაპარაკებოდიო. „მარინა ხორავა“ აცმევდა ტელეწამყვანებს, გვქონდა ყოველდღიური შეკვეთები. მართლაც რომ, ავფრინდით, ისეთი სტარტი იყო… ამ პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე ზვიად ციკოლია, გაჩნდა პირველი შვილი, შემდეგ – მეორე… როცა საქმეს აკეთებ, ცოტა მეტი დიპლომატიაა საჭირო. მე კიდევ ზედმეტად თავმოყვარე და ხისტი ვიყავი. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, რაღაცებს სხვაგვარად გავაკეთებდი. ბოლოს მოხდა ისე, რომ ჩემი საწარმო დაიხურა… მთელი ცხოვრება მე ვიყავი ჩემი თავის თოვლის ბაბუა. საქმეზე მაქვს ლაპარაკი, ერთადერთხელ მოხდა ცხოვრებაში. რომ სრულიად უცხო ადამიანი გახდა ჩემი თოვლის ბაბუა…
– როგორ შეაფასებთ დღევანდელ სატელევიზიო სამოსს…
– 
ნორმალურია… მაგრამ მე  ცოტა სხვანაირად ჩავაცმევდი. იმიტომ რომ ის, რაც დღეს აცვიათ, მე ამას 90-იან წლებში ვაცმევდი. ეს სტილი დროა უკვე შეიცვალოს… რა თქმა უნდა, გააჩნია გადაცემის ფორმატს. საღამოს და დღის გადაცემის ფერები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. 12399199_1185381581490448_617640406_n
მნიშვნელოვანია, რომელი ფერი განათებაზე როგორ ჯდება და შენ როგორი გინდა, რომ ეკრანმა აღიქვას…
მე ვფიქრობ, როგორც ტელეჟურნალისტიკა არსებობს, წამყვანის ჩაცმულობის შესახებ დიზაინის ცალკე რაღაც განხრასავით უნდა ისწავლებოდეს, თუნდაც ორწლიანი. დიზაინი განსაკუთრებით სულ განახლებადია და მუდმივად ძიებაში ხარ. ნებისმიერი მომღერალი, მაგალითად, ჩემი ჩაცმული მუსიკოსი, რომელსაც ჯერ იქაური პუბლიკა არ იცნობდა, უცხოეთში იყო თუ მოსკოვში, სცენაზე გამოსულა და ტაში დაუკრავთ.  რას დაუკრეს ტაში? რა თქმა უნდა, ეფექტს და მერე, როცა იმღერა, ტაშს თავად იმსახურებს. იგივე შემიძლია ვთქვა სტუდიების შემთხვევაში, აქაც ფერები დროის მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს…  ერთი ნახვით შეყვარებას რომ ამბობენ, ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს, ერთი ნახვით არსებობს ეფექტი. ეს ეფექტი არის ჩაცმა, ვიზუალი. შეიძლება ვიზუალი არ გიწყობდეს, მაგრამ ისეთი ეფექტური იყო, შენი სტილით გარეგნობას დიდი ყურადღება არავინ მიაქციოს. სატელევიზიო ჩაცმა კი სხვა თემაა და უფრო საპასუხისმგებლო.
– ადამიანებს ხშირად უყვართ ერთმანეთზე მიბაძვა…
– 
ეს ძალიან ცუდი თემაა… მიმბაძველობა ხშირ შემთხვევაში დამღუპველია. არა მხოლოდ ჩაცმის და ვიზუალის კუთხით. ეს უკვე ქვეცნობიერად ადამიანის კომპლექსზეც მეტყველებს, მე ასე ვფიქრობ. ახალი თაობა ძალიან კარგი მოდის, ომმა  და იმ საშინელმა პერიოდმა თაობები გამოტოვა, ამოაგდო და სანაგვეზე გადააგდო. ეს თაობა, რომელიც ახლა მოდის, პრაგმატული და მართალი თაობაა. 12421688_1185381571490449_942690586_nიმდენად სხვა პლუსები აქვს, რომ მე მათ ვიზუალს, ჩაცმას რატომღაც აღარ ვუყურებ. დიზაინერი ვარ და ალბათ სხვანაირად უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩემთვის მთავარია, შენ თავად ვინ ხარ, რა გაცვია. ეს მერე მოდის… შეიძლება ძალიან სწორად მიბაძო ვინმეს, მაგრამ შიგნით იყო ნული. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ. 10 ქულას  შინაგან კულტურას დავუწერ, ვიდრე ჩაცმის კულტურას. ცოტა ადრე პარიზში რომ წავედი, ვიფიქრე – ჩამოვედი მოდის დედაქალაქში და უცებ მივხვდი, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე მე უფრო მონდომებული ვიყავი ჩაცმის კუთხით, მერე მეც ავდექი და ბოტასებზე გადავედი… მივხვდი, რომ თავისუფლება ყველაზე  წინ დგას.
– შექმენით კოლექცია, რომელმაც დროს მომავალში გაუსწრო…
– 
ეს ის კოლექციაა, რომლის თითოეული მოდელის შექმნას 7 თვე დასჭირდა. ეს არის ზამშზე ხელით ნაქარგი მონარქისტული მოდელები. დღემდე ჩემოდნებში მიდევს… თუმცა, ინტუიციით ისეთი კოლექცია შევქმენი, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოვფენ. 50 წლის შემდეგაც რომ გამოიფინოს, არ იქნება გოიმური. მე მოდა არ შევქმენი, მე შევქმენი ნივთი, რომელიც ყოველთვის იარსებებს. როდის გამოვფენ, ჯერ არ ვიცი, თანხის არქონის გამო ეს კოლექცია დღემდე დაკეცილია… ძალიან გული მწყდება და ამ თემაზე ფიქრიც არ მინდა, ეს  ჩემთვის იგივეა, ახლობელ ადამიანს რომ დაკარგავ… იაპონიაში ფეშენ ვიკზე რომ ნახეს, ეს ჩვენი სტილიაო, გაგიჟდნენ, ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ იქაც თანხა არ მეყო… ფინანსები ყოველთვის უკან მწევდა და, სამწუხაროდ, დღემდე ასეა…
– სამომავლოდ…
– 
რეალისტი ვიქნები, არ ვიცი… როცა დედა ხდები, საქმიანობა და დედობა ერთად არ გამოდის… ახლა ბუბა და ი12398967_1185392564822683_843828333_nვა დიდი ბიჭები არიან, მე უკვე გალერეაში ვარ და დადგა დრო, ფერფლიდან აღვდგე. ამის დროა… დიზაინსტუდია, რომელიც დავხურე, ვაპირებ, რომ ისევ გავხსნა. სადაც ისწავლიან კონსტრუირებას, დიზაინის მასტერკლასებს ჩემგან მიიღებენ და ვისაც სურვილი ექნება, ჭრა-კერვას დაეუფლება.

მაშინ, როცა საშინელი და უსახური დრო იყო,  ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელი… ახლა ვხედავ, რომ ის  ენერგია და პოტენცია ისევ მაქვს,  არსად წამსვლია… ანუ ისევ კედებიანი გოგო ვარ…


12380010_1185381574823782_1637422600_n

 

12413956_1185392568156016_1074991058_o

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები