გენერალური შტაბის უფროსი ამერიკელ სამხედრო ვეტერანს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკის საზღვაო ქვეითთა ძალების ვეტერანს ჯინ ბელსა და ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არაოფიციალურ შეხვედრაზე ამერიკელმა სამხედრო ვეტერანმა II მსოფლიო ომის დროს ივო ჯიმას კუნძულებზე საზღვაო ქვეითთა დესანტისა და გათავისუფლების ისტორია გაიხსენა. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ამერიკელი ვეტერანი საქართველოში საზღვაო ქვეითთა იუბილეს დაესწრო, მოგვიანებით კი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები