„ნახატი ქალიშვილობასავითაა, პირველს ვერასოდეს შეინახავ“

განსხვავებული პერსონის განსხვავებული ინტერვიუ 

„პირადი ინტერესები (ინფორმაცია ფეისბუქგვერდიდან):

ვიღებთ შეკვეთებს. /ვწვავთ გოჭს/
კარგიკატურა,
კომიქსი
გვაქვს ილუსტრაციები, იდეები, ლოგოები, გოგოები.. ]=)~

პირადი ინფორმაცია:

გიორგი გამეზარდაშვილი, ასევე ცნობილი როგორც Gamez,  საქართველოში ავტორიტეტული კარიკატურისტი და წარმატებული მხატვარი გახლავთ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის ნამუშევრებს მთელ საქართველოში შეხვდებით, როგორც ქუჩაში, კედლებზე, ასევე, წიგნებში, ჟურნალების გარეკანებსა თუ ბეჭდურ და ონლაინმედიაში. იგი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების ხშირი მონაწილეა. თავისი საქმიანობით საკმაო წვლილი შეაქვს სოციალურ პროექტებში. დღესდღეობით ის მუშაობს ქართულ ტელევიზიაში და არის 3D ანიმაციების ჯგუფის მთავარი მხატვარი“. 12231201_1163680786993861_1504703241_n

 – როდის დაიწყე ხატვა და თუ გაქვს პირველი ნახატი შენახული?
– უხსოვარი დროიდან ვხატავ რაღაცებს, 3 წლიდან, ალბათ ]=)~
ანუ, 1988 წლის 2 მაისს პირველად დავადე იმდროინდელი საბჭოური ფანქარი წარწერით <KAРАНДАШ> რაღაცის ზედაპირს.,.,.,.,.,
ვხუმრობ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს ]=)~
თუმცა,  შეიძლება ისეცაა, როგორც ზემოთ აღინიშნა.
 ნახატი ქალიშვილობასავითაა, პირველს ვერასოდეს შეინახავ :/

– რას ნიშნავს კარიკატურა, პირველად ვინ იყო, ვინც დახატე?
-კარიკატურა, რაღა თქმა უნდა, ბერძნული სიტყვაა და არმოხუროკარიძაღლურად-ს ნიშნავს, კარი კატურად იხურებაო.
ამ სიტყვების აზრს ვერც ცხელი ვერც ცივი-ლიზაცია ჯერ ბოლომდე ვერ შიფრავს – თუმცა ღიმილი, რომელიც ფრაზის წაკითხვისას შეიძლება დაგეუფლოს – კარGიკატურის ხშირი თანამდევიცაა.
პირველად, ალბათ დავხატე სკოლის რომელიმე მასწავლებელი, რომელიც დაჟინებით მიკრძალავდა ხატვას გაკვეთილზე.
– ვინ არის „გამეზა“… და, როგორია მისი კარიკატურა (სიტყვებით დამიხატე)?
– გამეზა ავანტურისტია,.,.,
ჰო….
კიდევ კარგი,  მე მისი მეორე მე ვარ.
სიტყვებით ხატვის წრიდან 2 დღეში ტირილ-ტირილით გამოვაყვანინე თავი მშობლებს, მეგონა ისედაც ფანტასტიკურად შემეძლო სიტყვწერა. მხოლოდ ბეევრი წლის შემდეგ მივხვდი, როგორ ვცდებოდი, ჯობდა მევლო, ცოტა, კიდე – ვ. 12233083_1163680726993867_254737921_n
– როგორ „აღმოაჩინე“ თამარა?
– ერთერთი რიგითი ჯდომისას, გამომცემლობაში, სამუშაო მაგიდასთან, მოვიფშვნიტე თვალი, ამოვიხედე და რას ვხედავ: – ჩემს წინ დგას უმშვენიერესი ქოთანი კაქტუსით….  გავწიე ქოთანი, და მის უკან დავინახე . . . . . ძალიან სიმპათიური, კოხტა, ლამაზად კომბინირებულ ფერებში გამოწყობილი, აქსესუარებით გემოვნებით მორთული, ცოტა გასხივოსნებული . . . ნაძვის ხე.. იანვარი იყო, თურაღაც, – მოვარიდე ნაძვის ხესაც თვალი და აღმოვაჩინე თამარა, იქვე იყო, ოთახის ცენტრში, ღმერთს დაუდია. არადა, რამდენი ვეძებეთ. მთავარია, აღმოვაჩინეთ საბოლოოდ.
– რას ამბობს თამარა შენს შემოქმედებაზე?
– თამარა ჩემს შემოქმედებაზე ამბობს:
საკაიFოა-ს;
ან Cool-ს;
ან არვარგა-ს;
ან ეს რაარი?!-ს;
ან მაგარია-ს;
ან არაფერს.
– როგორი ხარ სახლში შვილთან…
-“სახლში ვარ ისევე როგორცა ხალხში” – ჰერბერტ გრიონემაიერი.
ჰერბერტის ეს ფრაზა პრინციპში ესადაგება ჩემს ყოფას და შვილთან ურთიერთობას როგორც საკუთარ ასევე სხვების სახლებში, ანუ შეძლებისდაგვარად თავისუფლების მოქადაგე მზრუნველ-პოზიტიურ-კრეატიულ-ძირიდანპირშიარაფერიჩაიდო ბიძიკო-ს ნიღაბქვეშ ამოფარებული უჟმური ბიძაკაცი გახლავარ.
აი,  გამეზა სხვანაირია, კეთილი და მეტად ედგარ ალან პოჰუისტურია.
– ხარ ძალიან აქტიური ადამიანი, იპოვე თუ არა შენი თავი. აკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს?
-ა) ვერა, ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ჯერ. ძაან მოძრავი ვარ.. თუმცა, ტანი ნაპოვნია, უკვე როგორც მატყობინებენ, ეს გვაძლევს ძალას და იმედს, განვაგრძოთ სამძებრო ღონისძიებები, აღმოჩენები, დინამიკა, პროგრესი, განვითარება, ფანტაზია, აღქმა, ფიქრი, ბრძოლა, სიცილი… .. .
ბ) კი, ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ ყველაზე მეტად მევასება/მიყვარს – დროდადრო ამისთანა “ღრმად ფილოსოფიური” ინტერვიუების წერა.

12244190_1163680736993866_268324_n
– რა სათქმელი გაქვს, როცა ხატავ…
-“ჩადი ქვემოთ შენი…”,
“გადი იქით”, – ბოლო დროს მსგავს ფრაზებს ვიძახი, როცა იქსი[კატა] – განუწყვეტლივ გადი-გამოდის აქტივობის ეპიცენტრში.. იხ. ვიდეომასალა ჩვენს instagram-ის გვერდზე: George_Gamez_Official  https://www.facebook.com/georggamez/
– იდეა, რომელიც ქუჩის არტს უკავშირდება…
– იდეები მრავალი მიმართულებით გვაქვს, მათ შორის სთრითართ ის განხრით,
კონკრეტულის დასახელებას არ აქვს აზრი, კარგი იდეა შეიძლება ნახევარი საქმეა – მაგრამ არ/ვერ განხორციელების შემთხვევაში.,.,.,,. :/ რა არს ფასი მისი.
ქალაქი მრავალფეროვანი ART-ით საინტერესო და შემოქმედებითი უნდა იყოს, ჩემი ვარაუდით., ‘_’ =] არსებობს ასეთი ქალაქები, ინტერნეტი-ს საშუალებითაც შეიძლება დათვალიერება.
“შემოქმედება” თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, რისიც ჩვენ დანამდვილებით გვჯერა – ეს უმთავრესი მიზეზია იმის, რომ ბევრი, ინდივიდუალური, სახასიათო, პროვოკაციული, ამასობაში ხარისხიანიც – ქმნილება შესრულდეს. ადამიანის განწყობა ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია, განწყობის შექმნაში კი,  ვიზუალს, …ოჰ, რა დიდი როლი უჭირავს.
– რა დროს მუშაობ და როგორ ჩნდება იდეა…
– სხვადასხვა დროს მიწევს მუშაობა..
ანუ სულ.12242312_1163680733660533_605809162_n
სულ ვმუშაობ`თ,
რადგან ცალკე “მუშაობა” არ არსებობს, არ მუშაობაც კი მუშაობის ნაწილია – თან არანაკლებ მნიშვნელოვანი, და ეს ყველაფერი ძალზედ მჭიდრო კავშირშია.
იდეა sms-ით მომდის, სარეკლამო შეტყობინებასავით, ერთჯერადად – დაფარული ნომრიდან, წაკითხვისთანავე ვშლი და კმაყოფილებანარევი ულვაშებში ჩაცინებით წამით ცისკენ ავიხედავ და განვაგრძობ რუტინულ საქმიანობას.
– ნახატი, რომელსაც არასოდეს გააჩუქებ…
– 
ნახატი, რომელსაც არასოდეს გააჩუქებ, არ არსებობს!
ადრესატი თუ ვერ ნახე, უბედური ხარ, თუ ნახე და არ აჩუქე ჟმოტიო, ასე ამბობს გამეზა.
– რას აპირებს მომავალში გამეზა…
– კაი რაღაცებს აპირებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,
ზუსტად არ ვიცი,
სჯობს მას ჰკითხოთ..
]=)~

ნინო ჯაჯანიძე

12243816_1163680713660535_1392957997_n 12226570_1163680743660532_1856726223_n 12231687_1163680780327195_1994327551_n 12231698_1163680763660530_772182884_n 12233355_1163680766993863_1899160637_n 12200445_1163680753660531_2089338496_n 12212111_1163680776993862_139909392_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები