ოკუპანტებმა კასპის რაიონიდან სამი ადამიანი გაიტაცეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 70 წლის მამაკაცია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი სოფლის მახლობლად ნახირს მწყემსავდნენ.
მომხდარს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, დაკავებულებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები