ხაჯიმბა 2019 წლამდე გადადგომას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 2019 წლამდე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ასე უპასუხა ხაჯიმბამ პარტია „ამცახარას“ ყრილობის რეზოლუციას, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომას და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიციური პარტიის ყრილობა სოხუმში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა. პარალელურად სოხუმის დრამატულ თეატრთან ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი ჩატარდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები რაულ ხაჯიმბას ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ. ასევე, მათი განცხადებით, ხაჯიმბას არასწორი მიდგომების გამო გაუარესდა „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები