ხაჯიმბა – აფხაზეთისთვის გამოყოფილი რუსული ფინანსური დახმარება კერძო მიზნებისთვის იხარჯებოდა

რუსეთის ფინანსურ დახმარებას, ის პირები, ვისაც მასთან შეხება ჰქონდათ, პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
„ვისაც ამ რესურსებთან წვდომა ჰქონდა, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა. ამის გამო დღესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე მატერიალურ მადგომარეობაშია“, – განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს და მის ეკონომიკის აღორძინებას მოხმარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები