რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას პასუხობს

„ოპოზიცია ჩვენსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს აკრიტიკებს და თვითონ მოსკოვში რეგულარულად დადის“, – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა. ხაჯიმბა ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს, რომელიც უკმაყოფილოა ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციით და მიმდინარე რეფორმებით.
„ოპოზიციას არ აწყობს ის ცვლილებები, რის განხორციელებასაც ჩვენ ქვეყანაში ვგეგმავთ. ისინი აკრიტიკებენ ჩვენსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს და, ამასთანავე, თვითონ რეგულარულად დადიან მოსკოვში. იქ კი შეხვედრებზე ცდილობენ, ვიღაცა დაარწმუნონ, რომ თუ ისინი იქნებიან დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ბევრად უკეთესი იქნება, ხოლო აფხაზი ხალხი იქნება, როგორც „ყველი კარაქში“. რა თქმა უნდა, სხვის ხარჯზე ცხოვრება ადვილია“, – აცხადებს ხაჯიმბა.
მისი თქმით, აუცილებელია მიღებული დახმარების რაციონალურად გამოყენება და ეკონომიკის აღდგენისთვის ამ თანხების მიმართვა.
„ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად მათხოვარივით ხელგაშვერილი ყოფნა“, – აცხადებს დე ფაქტო ლიდერი. რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ის ყველა ზომას მიიღებს ოკუპირებულ აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები