სააკაშვილი: თიბილოვის განცხადება პუტინისგან მიღებული სიგნალია
„ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადება ამ რეგიონში რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ვლადიმერ პუტინისგან მიღებული სიგნალია“,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„თიბილოვის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ არის პუტინის სიგნალი, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ისევე როგორც ყირიმს, შეიერთებს და ომს დაიწყებს. მაგრამ ახლა პუტინს ამის ძალა არა აქვს, რადგანაც ის სირიაში გაიჭედა. ადრე ეს მუქარა მოქმედებდა და ახლა ეს ცარიელი ლაპარაკია“, – აცხადებს სააკაშვილი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.