გუდაუთაში ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი ზაურ ავიძბა მოკლეს

გუდაუთაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი, ღვინის ქარხნის მფლობელი ზაურ ავიძბა მოკლეს. ის დამწვარ ავტომობილში აღმოაჩინეს. ავიძბას რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია ავტომატის 4 მასრა. ზაურ ავიძბას ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს. ამ ფაქტის გამო გუდაუთის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მკვლელობის და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები