დიმიტრი პესკოვი – სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა კომენტარი გააკეთა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე რუსეთში ოკუპირებული რეგიონის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე.
„კრემლი სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელთანაც გაფორმებულია დიპლომატიური ურთიერთობები. რამდენადაც მე ვხვდები, უშუალოდ ლეონიდ თიბილოვის და ვლადისლავ სურკოვის შეხვედრაზე ეს საკითხი არ განიხილებოდა“, – აცხადებს პესკოვი. ამასთანავე, პესკოვი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა. სხვა კომენტარებისგან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი გეგმავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებული რეგიონის გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები