ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავა

600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ჩავა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო ბაზის დაკომპლექტების პროცესში უპირატესობა, როგორც წესი, იმ სამხედროებს ენიჭებათ, ვინც საზღვარგარეთ სამსახური ნებაყოფლობით გადაწყვიტა.
„ამასთანავე, ყურადღება ექცევა მათ ფიზიკურ, პროფესიულ და სამედიცინო მაჩვენებლებს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ აფხაზეთში ჩასვლამდე წვევამდელები ადიღეაში ჩავლენ, სადაც დაწყებით სამხედრო მომზადებას და საერთო-სამხედრო წესდებას შეისწავლიან, ასევე სამხედრო ფიცს დადებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ კი ფსიქოლოგები სამხედროების ანკეტირებას და ტესტირებას ჩაატარებენ მათი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები