ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა რუსეთთან სამართლებრივ სფეროში დახმარების „ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა მოახდინა სამართლებრივ საკითხებში და სისხლის სამართლის სფეროში რუსეთთან „ხელშეკრულების“ რატიფიცირება. ამის შესახებ სააგანეტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ეს შეთანხმება ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გასული წლის ოქტომბერში იყო ხელმოწერილი. მისი ავტორების აზრით, დოკუმენტმა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთში დანაშულთან უფრო ეფექტურ ბრძოლას ხელი უნდა შეუწყოს.
იმავე თვეში მისი რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოხდა.