მამა ბასილი ლგბტ პირებზე: თუ ის გამოვა მოედანზე, შეაგინე… სცემე.
17 მაისს რაც მოხდა, წელს იგივე ნამდვილად არ გველის, გველის უარესი – ამის შესახებ მამა ბასილი (ახვლედიანი) გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბრობს.
“პირობა შემიძლია მოგცეთ, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ჩვენი მრწამსით ეს ცოდვა სასიკვდილო ცოდვად ითვლება. იოანე ოქროპირი ამბობს: “თუ არსებობს ასეთ ცოდვაში მყოფი ადამიანი, ან ზოგადად ღვთის დამგმობი ადამიანი, ის თავისთვის არსებობდეს, მაგრამ თუ ის გამოვა მოედანზე, რათა დაგმოს ჩვენი ღმერთი, მიდი და შეაგინეო. თუ ვერ გაიგებს, სცემე და კურთხეულ იყოს შენი მარჯვენაო”,- ამას გვასწავლის ჩვენი უდიდესი მამა იოანე ოქროპირი. შემდეგ კი ხსნის, თუ რატომ უნდა მოიქცე ასე: ასეთი ადამიანი თუ შემდეგში კიდევ მოინდომებს მოედანზე გამოსვლას, ღვთის დასაგმობად, გაიხედ-გამოიხედავს, მართლმადიდებელი სადმე ხომ არ დგასო. აქიდან გამომდინარე, მართლმადიდებლობა კი არ ზღუდავს, პირიქით, იცავს ახალგაზრდობას უკეთურებისგან. თუ წინა წლის 17 მაისის მაგალითი ვინმესთვის საკმარისი არ იყო, და არ ეყო მაშინ წელს ბევრად უფრო მკაცრ შედეგებზე შეიძლება გავიდეს. თუმცა აქაც შეიძლება არსებობდეს. რადგან ვიღაცებს შეიძლება ეს მკაცრი შედეგები სწორედ გეგმად ჰქონდეს განსაზღვრული და სცენარიც სწორედ ამ კუთხით ჰქონდეთ დაწერილი. მღვდელმთავრები, ალბათ, გადაწყვიტავენ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელმეორედ ასეთი ადამიანების გარეთ გამოსვლაზე”, – აცხადებს მამა ბასილი.