ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფები ამოქმედდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფები ამოქმედდება. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
მოსახლეობა, რომელსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ერთ კილოვატში ორ რუსულ რუბლს გადაიხდის. აქამდე დენის ფასი 2,64 რუბლს შეადგენდა.
კომერციული და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ასევე სახელმწიფო საწარმოებისა და უცხოური წარმომადგენლობებისთვის ფასი გაიზრდება და ის ერთ კილოვატში 3,81 რუბლს შეადგენს. სხვა ორგანიზაციებისთვის კი დენის ფასი 4,5 რუბლი გახდება.
ე.წ. ეკონომიკის მინისტრის უილიამ ძაგოევის თქმით, მიღებული ზომები ყოველთვიურად 5 მილიონი რუბლის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და რუსული „რაოს“ წინაშე არსებულ დავალიანებას ნაწილობრივ მაინც დაფარავს. ამჟამად ის 180 მილიონ რუბლს შეადგენს.
ახალი ტარიფები 2016 წლის პირველი აინვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები