ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ხანძრის განზრახ გავრცელებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ქართულ მხარეს ე.წ. საზღვარზე ცეცხლის გაჩენაში ადანაშაულებს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, რამდენიმე დღის წინ ხანძარი ზნაურის რაიონის, სოფელ ურსდურტას სიახლოვეს გაჩნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად ბალახს ცეცხლი ქართული სოფლის – გოგეთის მახლობლად გაუჩნდა და ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩააქრეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამხახურში ამბობენ, რომ მშრალ ბალახს საქართველოს ხელისფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გაუჩინეს. ამასთანავე, გათვალისწინებული იყო ქარის სიჩქარე და მიმართულება, რათა ხანძარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გავრცელებულიყო.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოპერატიული მოქმედებისთვის მადლობას უხდის რუს „მესაზღვრეებს“, რომლებმაც ცეცხლის გავრცელება არ დაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები