„გუგლის“ რუკაზე აფხაზეთის სახელწოდებას „ავტონომიური რესპუბლიკა“ დაუმატეს

„გუგლის“ რუკაზე აფხაზეთს „ავტონომიური რესპუბლიკა“ დაუმატეს. ეს ცვლილება სამძებრო სისტემის ადმინისტრაციამ ერთ-ერთი მომხმარებლის – გიორგი ბალახაძის მოთხოვნის შედეგად განახორციელა.
ამ ცვლილების მიუხედავად, „გუგლში“აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მითითების დროს კვლავ „აფხაზეთი“ (Abkhazia) და „სამხრეთ ოსეთი“ (South Ossetia) იწერება, ასევე მითითებულია ამ ოკუპირებული რეგიონების „სახელმწიფო“ სიმბოლიკა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ასევე გიორგი ბალახაძის მოთხოვნით “გუგლის” რუკაზე აფხაზეთის მთავარი ქალაქის სახელწოდება „სუხუმი“ (Sukhumi) „სოხუმით“ (Sokhumi) შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები