ოკუპირებული აფხაზეთის და ე .წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მოლდავეთიდან გააძევეს

ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებიც ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შექმის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, მოლდავეთიდან დეპორტირებულნი არიან და მათ 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დეპორტირებულთა შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნიაც არის. გავრცელებული ინფორმაციით, ის კიშინიოვის აერორპორტში  დააკავეს იმის გამო, რომ დნესტრისპირეთის სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა.
მოლდავეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ზომები ამ პირთა მიმართ იმის გამო განხორციელდა, რომ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლის იუბილეში მონაწილეობით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მოლდავეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ზიანს აყენებენ.
ამ ფაქტის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა.
„მოლდავეთის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიწერთობები აკავშირებს, ატარებს პოლიტიკას, რომელიც მეზობელი ქვეყნების იზოლაციას და დისკრიმინაციას გულისხმობს. მოლდავეთის ხელისუფლების ეს მოქმედება საერთაშორისო ნორმებს და გადაადგილების თავისუფლებას ეწინააღდმეგება“, – განაცხადეს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები