საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან კომპენსაციებს ითხოვენ

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საძოვრების უმეტესობა საოკუპაციო ზოლის მიღმა დარჩა, რის გამოც ისინი ვეღარც საქონელს აძოვებენ და ვეღარც ხორბალს მოიყვანენ.
მათივე თქმით, ხორბლის მოყვანა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მათ დარჩენილი მოსავლის ასაღებად საოკუპაციო ზოლს მიღმა ერთჯერადად გადასვლის უფლება მისცეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ სხვა დროს ხაზი აღარ უნდა გადაკვეთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები