გაგრის სიახლოვეს ტყე დაიწვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სიახლოვეს ერთნახევარზე მეტი ფართობის ტყე დაიწვა. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ გაგრის რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ანჟელა კონორევამ შეატყობინა, ხანძრის ჩაქრობას სამი ბრიგადა ცდილობდა.
„ცეცხლი ძნელად მისასვლელ ადგილზე მძვინვარებდა. მისი ჩაქრობა ხელით მოხდა. ხანძრის გაჩენა გზის პირას უყურადღებოდ დატოვებულმა კოცონმა გამოიწვია, საიდანაც ცეცხლი მშრალი ბალახით რამდენიმე წუთში გავრცელდა“, – განაცხადა კონორევამ.
მეხანძრეების თქმით, აალების უდიდესი ნაწილი ადამიანების მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო ხდება. ამ წესების დარღვევაში დამნაშავე პირები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები