ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ათას ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურემ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, მანევრები ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სახმელეთო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები.
„საველე წვრთნების დროს სამხედროები ტანკ „ტ-72“-ის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების მართვის გამოცდილებას გააუმჯობესებენ. ცეცხლის კორექტირებისთვის უპილოტო საფრენი აპარატები იქნება გამოყენებული“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წვრთნები 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.