ზურაბ ტყემალაძე: პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური უფრო გამჭვირვალე იქნება

ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგიც “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს, – აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, შედეგი იქნება ის, რომ საფინანსო სექტორის საზედამხედველო მუშაობა უფრო სანდო იქნება.
“შედეგი იქნება ის, რომ საფინანსო სექტორის საზედამხედველო მუშაობა უფრო სანდო იქნება. დღეს ის სანდო არ არის. არ ვიცი, ობიექტურად თუ არაობიექტურად, სამართლიანად თუ არა, მაგრამ ამდენმა აჟიოტაჟმა ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა დაამკვიდრა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური უფრო გამჭვირვალე იქნება და უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს. კანონი მივიღეთ სისტემის სრულყოფისთვის და სისტემისადმი ნდობის მოსაპოვებლად”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები