ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი მზვერავების წვრთნები დასრულდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მზვერავებმა ცაბალის სამთო პოლიგონზე წვრთნები დაასრულეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„მთიანი რელიეფის პირობებში სამხედროებმა სხვადასხვა დავალება შეასრულეს. მათ პირობითი მოწინააღმდეგის კომუნიკაციები მწყობრიდან გამოიყვანეს, გაიარეს წვრთნები ჩასაფრების და დივერსიული თავდასხმის მოწყობაში, ასევე ივარჯიშეს თანამედროვე ციფრული კავშირის, ნავიგაციის საშუალებების და სადაზვერვო კავშირგაბმულობის კომლექსის გამოყენების უნარებში“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციაში.
წვრთნების დროს მზვერავებმა ასევე ჯავშანტრანსპორტიორებიდან, სნაიპერული შაშხანებიდან და ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან სროლის ნორმატივები შეასრულეს, ასევე გაუვალ ადგილებში ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების უნარი შეიძინეს.