ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის ე.წ. საზღვარზე მოსახლეობის გადასვლა 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს შეჩერებული იქნება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში შეატყობინეს.
„უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წლის დაწყების და ცოდნის დღის ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება“, – განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების გადასვლა 2 სექტემბრიდან განახლდება. ამჟამად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან სამი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი აქვს გახსნილი. ისინი მოქმედებენ ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში, ასევე ძაუს რაიონის სოფლებში სინაგურში და პერევში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები