ცხინვალში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, სამხედრო შეჯიბრი ჩატარდა

700-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო სამხედრო შეჯიბრში, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იტყობინება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებს შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა სამხედროებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
„შეჯიბრის დროს სამხედროებმა მთელი რიგი ე.წ. დაბრკოლებების ხაზი გადალახეს. ასევე ისინი ეჭიბრებოდნენ ერთმანეთს ძალაში, სისწრაფეში და გამძლეობაში, ასევე სროლაში საშტატო იარაღიდან“, – განაცხადეს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.
სამხედრო შეჯიბრი 21 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები