გაგრაში „სბერბანკის“ განყოფილება გაძარცვეს

გაგრაში რუსული „სბერბანკის“ განყოფილება გაძარცვეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოში განუცხადეს.

„ამ ეტაპზე გატაცებული ფულის ოდენობა და თავდამსხმელთა რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება“, – აცნობეს სააგენტოს ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოდან.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში რუსული „სბერბანკის“ 23 განყოფილებაა გახსნილი. ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კომერციული ბანკების და აფხაზეთის „სბერბანკის“ ფილიალები მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები