ოკუპანტებმა გორის რაიონში “საზღვრის უკანონო კვეთისთვის” ორი პირი დააკავეს
ე.წ. “საზღვრის” უკანონო კვეთისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა ორი მამაკაცი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ადგილობრივები არიან.