ცხინვალში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა
ცხინვალში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 18 წლის ტაიმურაზ გოჩიევი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
წინასწარი ცნობით, აფეთქება წყლის გაუმართავმა გამაცხელებელმა გამოიწვია. აფეთქება ცხინვალის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. დაშავებული სამკურნალოდ ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანეს.
„ტაიმურაზ გოჩიევმა სხეულის 45 პროცენტის დამწვრობა მიიღო. ის ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც აუცილებელი დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით, ნათესავებმა ჩრდილოეთ ოსეთში მამსუროვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს,“- განუცხადეს „სპუტნიკს“ ცხინვალის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა.
ეს ცხინვალში ბოლო დროს მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის. 14 აგვისტოს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 62 წლის ლიდია ბეკოევა ემსხვერპლა. აფეთქება ლიდია ბეკოევას აბაზანაში მოხდა. ქალმა სხეულის 45%-ის დამწვრობა მიიღო და ის ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შემდეგ ბეკოევა უმძიმეს მდგომარეობაში სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.