“როგორც ჩანს, საოკუპაციო ძალებს სურთ დაასრულონ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი, რომელიც ოჩამჩირემდეა”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე დიალოგი არ მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს საოკუპაციო ძალებს სურთ დაასრულონ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი, რომელიც ოჩამჩირემდეა. ანუ მოდის ადლერიდან ოჩამჩირემდე, თუმცა ოჩამჩირე სოხუმის მონაკვეთზე პრაქტკულად არ მოქმედებს იმიტომ, რომ არც მგზავრები, არც ტვირთი არ მოძრაობს და პრაქტიკულად ეს არის მკვდარი მანძილი. არარენტაბელურად ჩანს, რატომ უნდა აგრძლებდნენ გალამდე, როცა გალში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მე ვერ ვხედავ რატომ უნდა გააგრძელონ, თუ არა ერთი მიზეზი – რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე – პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი, რომ ამაში ჩაითვალოს რაღაც განსაკუთრებული საფრთხე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერლ დიმიტრი ბულგაკოვის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სამხედროები მუშაოებენ. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები