რუსეთი ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას აანონსებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის წლის ბოლომდე აღდგენას აანონსებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა ბულგაკოვმა გააკეთა.

ბულგაკოვმა დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულია სარკინიგზო ჯარების 500 მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა. სამუშაოები დაწყებულია სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები