გაგრაში მომხდარ ავტოავარიაში 5 ადამიანი დაიღუპა
გაგრის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება. ორი დაღუპული აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო სამი – რუსი ტურისტი.
„შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ორი დაღუპული მამაკაცი აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო სამი ქალბატონი – რუსი ტურისტი. მსუბუქი ავტომანქანა „გაზელს“ შეეჯახა. ოთხი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეხუთე – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაში.