ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფინანსური დახმარება იგვიანებს

ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსული ფინანსური დახმარების დაგვიანების საკითხს დღეს დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა გამოეხმაურა. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები გართულდა და მოსკოვი სოხუმისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას არ აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.

„არასწორია იმის თქმა, რომ აფხაზეთი 2015 წელს რუსეთის ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს. რესპუბლიკა დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხაზით იღებს“, – აცხადებს ხაჯიმბა.

მისი თქმით, ფინანსური დახმარების აღმოჩენის დაგვიანება დოკუმენტაციის შემოწმების გამო მოხდა. შემოწმება კი, ხაჯიმბას განცხადებით, იმის გამო გახდა აუცილებელი, რომ 2012-2014 წლებში თანხების დიდი ოდენობა არამიზნობრივად დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები