ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი გზა მეექვსე დღეა დახურულია

მთის მასის ჩამოშლის შედეგად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი – ე.წ ტრანსკამი უკვე მეექვსე დღეა დახურულია. გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო მას დროდადრო ხსნიდნენ, მაგრამ ხუთშაბათს ის მთელი დღით დახურეს.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებში სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპზე სრული ოდენობით საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის ვადებზე საუბარი რთულია, ვინაიდან მთის მასის გაწმენდის დროს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებაც არის აუცილებელი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს ავტომოყვარულებს, ამ გზით მოძრაობისგან, შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები