ქალმა კნუტი მიკროტალღურ ღუმელში შეწვა
23 წლის ლაურა კუნლიფემ კნუტი მიკროტალღურ ღუმელში შესვა. მან ღუმელი მალევე გამორთო, თუმცა კნუტი მკვდარი დახვდა. ლაურას 14 კვირით პატიმრობა მიესაჯა. იგი ფსიქოზურ დეპრესიაში იმყოფება. როგორც მან სასამართლოში განაცხადა, მიკროტალღური ღუმელი ხუთი წუთის შემდეგ, საკუთარი ქმედების გაანალიზებისთანავე გამორთო, თუმცა კნუტი გარდაიცვალა. ლაურას თქმით, ის გაბრაზებული იყო კნუტზე. როცა იგი სამზარეულოში შევიდა, ნაწილებად დაშლილი თევზი იატაკზე ეგდო და მან იფიქრა, რომ თევზი კატამ შეჭამა. ლაურას ცხოველების ყოლის უფლება აეკრძალა.