ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის კავშირგაბმულობის ძალების წვრთნები იმართება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის კავშირგაბმულობის ქვედანაყოფები წვრთნებს მართავენ. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, სწავლების დროს ახალი ტექნიკის ათვისება მოხდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა კავშირგაბმულობის ძალების საველე წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაშიც იმართება. მთლიანად მასში ორი ათასამდე სამხედრო და კავშირგაბმულობის 500 ერთეული მონაწილეობს.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპიუტერიზებული სისტემის და კავშირგაბმულობის ახალი საშუალებების მეშვეობით, აპარატურის აწყობის დრო საველე პირობებში 2-3-ჯერ შემცირდა, ხოლო მისი მოქმედების რადიუსი ორჯერ გაიზარდა.

წვრთნების დასკვნით ეტაპზე დახვეწილი იქნება მთიან რელიეფზე და რთულ მეტეოპირობებში კავშირგაბმულობის სიტემების მოქმედება 500 კილომეტრის მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები