სოხუმში აფხაზი ბიზნესმენი მოკლეს
სოხუმში ბიზნესმენი ვიტალი ასლანძია მოკლეს. სააგენტო “სპუტნიკის“ ცნობით, ასლანძიას ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მანქანაში ესროლეს. მკვლელობა ეშბას ქუჩაზე სამშაბათს საღამოს მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც ასლანძიამ სამშენებლო მასალების კუთვნილი მაღაზია დაკეტა და საკუთარ მანქანაში ჩაჯდა.
სოხუმის პოლიციის ინფორმაციით, მკვლელებმა ასლანძიას „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მიმდინარეობს გამოძიება.