შსს-მ ახმეტაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა (ვიდეო)

 

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1972 წელს დაბადებული პაატა მ. ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, 1974 წელს დაბადებული გივი ხ. კი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ახმეტაში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები