ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, დოკუმენტს ცხინვალში ხელი მოაწერეს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა: კაზბულატ ცხოვრებოვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ. ხელმოწერის ცერემონიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ესწრებოდა. როგორც ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, ის ცხინვალში პირველად იმყოფება და ეს ვიზიტი მისთვის „ძალზე მნიშვნელოვანია“. ხელმოწერილ შეთანხმებას ჩირიკბა „ოსი და აფხაზი ხალხების დამაკავშირებელ კიდევ ერთ ნაბიჯს“ უწოდებს.
როგორც შეთანხმების ხელმოწერამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა „სპუტნიკს“ განუცხადა, ეს დოკუმენტი არის „იმ რეჟიმის დაკანონება, რომელიც დღეს მოქმედებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები