შსს-მ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ვიდეო

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ქ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა ქ. თანმხლებ პირებთან ერთად, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც, გაუფრთხილებლობით, იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს, მცხეთაში დააკავეს. თანამზრახველების დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები