სოხუმში სუპერთასზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას ითხოვენ
სოხუმში, ადგილობრივი რეჟიმის მხარდამჭერები, სუპერთასზე თბილისში ჩამოსული აფხაზების დასჯას ამ დრომდე ითხოვენ.
ადგილობრივების ნაწილი ბარსელონა-სევილიას მატჩზე აფხაზეთიდან დედაქალაქში ჩამოსულ მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევაში და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
”თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემულობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს,”-ნათქვამია ომის ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანების განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველი ორგანოები ამ დროისთვის აწარმოებენ მოკვლევას ფეხბურთის გულშემატკივართა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.